78 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით.
მარისა პარედესი უნდა გვახსოვდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ICONIC ესპანელი მსახიობი, ალმოდოვარის მუზა და შესანიშნავი მსახიობი, თეატრის, ტელევიზიის და მოგვიანებით კინოს დიდებული სახე.
პარედესმა თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო და 75-ზე მეტ ფილმში იყო გადაღებული, მათ შორის ალმოდოვარის სურათებში "მაღალი ქუსლები", "ყველაფერი დედაჩემის შესახებ", "ჩემი საიდუმლოს ყვავილი".
"ესპანური კინო დარჩა მისი ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური მსახიობის, მარისა პარედესის გარეშე", - წერს კინოაკადემია პლატფორმაზე X-ზე.
პარედესი ორჯერ იყო წარდგენილი ესპანეთის პრემია "გოიაზე". საპატიო "გოია" მას 2018 წელს მიენიჭა.
პარედესი გადაღებულია საერთაშორისო ფილმებშიც, მათ შორის იტალიელი რეჟისორის, რობერტო ბენინის სურათში "ცხოვრება მშვენიერია" და მექსიკელი გილერმო დელ ტოროს ფილმში "ეშმაკის ხერხემალი".
მარისა პარედესი
პარედესის დებიუტი კინოში შედგა ხოსე მარია ფორკეს 1960 წლის ფილმში Police Calling 091. ამ ფილმის შემდეგ იგი თინეიჯერების კერპი გახდა მთელს ესპანეთში. 1961 წელს შედგა მისი დებიუტი თეატრში. მონაწილეობა მიიღო 73 ფილმსა და სერიალში. განასახიერა ლა პერეგრინას მთავარი როლი ალეხანდრო კასონას La dama del alba- ს სატელევიზიო წარმოებაში.
საერთაშორისო პოპულარობა პედრო ალმადოვარის ფილმებშ განსახიერებული როლებით მოიპოვა. ესპანეთში მას უწოდებენ "una chica Almodóvar" ("ალმოდოვარი გოგონა"). ის გამოჩნდა ფილმებში „მაღალქუსლები“ (1991), „ჩემი საიდუმლოს ყვავილი“ (1995), „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (1999) და „კანი, რომელშიც ვცხოვრობ“ (2011). ფილმში " ჩემი საიდუმლოს ყვავილი " შესრულებული როლისთვის იგი ნომინირებული იყო გოიას პრემიაზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის .
1970-იან წლებში მას დაახლოებით 7-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა კინორეჟისორ ანტონიო ისასი-ისასმენდისთან, რომელთანაც ერთი ქალიშვილი, მარია ისასი შეეძინა. 1983 წლიდან მის გარდაცვალებამდე მას ურთიერთობა ჰქონდა ჩემა პრადოსთან.
2000-2003 წლებში პარედესი იყო ესპანეთის აკადემიის პრეზიდენტი.
რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის ოქტომბერში, მარისა პარედესი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალს. მის თაყვანისმცემლებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ პარედესის მასტერკლასს.