"დრო არ ცვლის არაფერს" - ნინი ბადურაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს - Marao

"დრო არ ცვლის არაფერს" - ნინი ბადურაშვილი მამას დაბადების დღეს ულოცავს

2024-12-18 12:00:17+04:00

ქართველი რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 2019 წელს, 57 წლის ასაკში თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. 

ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­მა 1983 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი.

მისი რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი - "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი"(1987), "ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი"(1990), "თბი­ლი­სი ჩემი სახ­ლია"(1994), "კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია" (2003); სცე­ნა­რის ავ­ტო­რია ფილ­მე­ბის: "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი"(1987), "ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი"(1990).

ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ვაჟი და მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მამა იყო.

2017 წელს ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და­ი­წყო ახა­ლი ფილ­მის - “ხი­დის” გა­და­ღე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­ში, თბი­ლის­სა და სტამ­ბოლ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ამჯერად რეჟისორის დაბადების დღეა. მამას იუბილეს ნინი ბადურაშვილი ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს:

nini

nini

ნინი ბადირაშვილის მამა

"ერთ-ერთ გა­და­ღე­ბებ­ზე ერეკ­ლე გა­ცივ­და. ამ­ბობ­და, სა­ში­ნელ ქარ­ში მოვ­ყე­ვიო. რომ მი­რე­კავ­და, ხმა ჩახ­ლე­ჩი­ლი ჰქონ­და. მა­შინ კო­რო­ნა ჯერ არ იყო, ამი­ტომ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ის გა­ცი­ე­ბა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დე­ბო­და.

სა­ერ­თოდ თირკმე­ლე­ბი ჰქონ­და სუს­ტი, ად­რეც რა­ღაც პრობ­ლე­მამ თირკმე­ლებ­ზე იჩი­ნა თავი. მა­ში­ნაც ძლივს მო­აბ­რუ­ნეს. მოკ­ლედ, იმ ვირუს­მა, თუ გა­ცი­ე­ბამ ისევ გა­უმწვა­ვა. ექი­მე­ბი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ და არ და­თან­ხმდა. ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ ცუდი შე­დე­გით დას­რულ­და...

ისე მოხ­და, რომ მაგ პე­რი­ოდ­ში ეგ­ვიპ­ტე­ში გავფრინ­დი, მაგ­რამ გული რა­ღაც ცუდს მიგ­რძნობ­და. თან ერთი კვი­რით ადრე და­მე­წყო ეგ ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მჭირ­და. წას­ვლა არ მინ­დო­და. ეგ­ვიპ­ტე­ში ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე და კი­დევ ერთი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მივ­დი­ო­დით - სა­მი­ვეს ისე­თი გან­წყო­ბა გვქონ­და, ვამ­ბობ­დით კი­დეც, რამე ცუდი არ მოხ­დეს-თქო. ერეკ­ლე­ზე სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია.

რომ ჩავფრინ­დი, იმ ღა­მეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი სიზ­მა­რი ვნა­ხე - რა­ღაც დიდი სი­მაღ­ლი­დან გად­მოვ­ვარ­დი, წყალ­ში ჩავ­ვარ­დი და ვერ ამო­ვი­სუნ­თქე... რო­გორც მერე გა­ვი­გე, ერეკ­ლე მაგ პე­რი­ოდ­ში გარ­დაც­ვლი­ლა. ამ სიზ­მარ­მა გა­მაღ­ვი­ძა... სა­ათს დავ­ხე­დე და 4 იყო.

დი­ლით ერეკ­ლეს მივ­წე­რე და არ მი­პა­სუ­ხა, არც ლა­ლიმ (ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ნი­ნის ბე­ბია). მერე დე­და­ჩემს, ეკას და­ვუ­რე­კე, სიმ­შვი­დეა-მეთ­ქი? ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­პა­სუ­ხა, მაგ­რამ გული კარ­გს მა­ინც არ მიგ­რძნობ­და და მა­მა­ჩემ­თან გა­დავ­რე­კე. ტე­ლე­ფო­ნი ჩვენ­მა ნა­თე­სავ­მა აიღო (ლა­ლის დის ქმარ­მა). მივ­ხვდი, რა­ღაც ცუდი ხდე­ბო­და. მაგ პე­რი­ოდ­ში ლა­ლიც უკვე ცუ­დად იყო, კიბო ჰქონ­და და ამი­ტომ, პირ­და­პირ ვკი­თხე - რო­მე­ლი-მეთ­ქი? - ერეკ­ლეო. ამის გა­გე­ბა ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლი რამ აღ­მოჩ­ნდა - ისე­თი შოკი მი­ვი­ღე, რომ იმის მერე არა­ფე­რი მახ­სოვს... იმ ღა­მეს ბი­ლე­თე­ბი არ იყო და მე­ო­რე დღეს გა­მოვფრინ­დი...

  • ხმაური ქეთო თოფურიძის განცხადების გარშემო: ვინ არის ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი და რას საქმიანობს ის 
  • ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ბედნიერება და წარმატებული კარიერა რუსეთში: როგორია ირაკლი კუტალაძის ცხოვრება წლების შემდეგ 
  • ფოტოები: ეკა კახიანისა და ნინი ბადურაშვილის მორიგი ფოტოსესია დიდ მოწონებას იმსახურებს 

ერეკ­ლეს წას­ვლით თით­ქოს რა­ღაც საყ­რდე­ნის გა­რე­შე დავ­რჩი. მახ­სოვს ჩემი მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი. მერე ლა­ლიც მალე წა­ვი­და, რად­გან რო­გორც ვთქვი, ავად იყო. მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბით, დიდი სი­ცა­რი­ე­ლე გაჩ­ნდა... სა­ერ­თოდ, მშობ­ლის წას­ვლა ვე­რაფ­რით ივ­სე­ბა, ვე­რა­ვინ ანაც­ვლებს, რად­გან ეს ად­გი­ლი მი­სია და მორ­ჩა... კარ­გა ხანს ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს პა­ტა­რა უმ­წეო ბავ­შვი ვი­ყა­ვი... სწო­რი ნათ­ქვა­მია, - სა­ნამ მშო­ბე­ლი ცო­ცხა­ლია, ყო­ველ­თვის ბავ­შვი იქ­ნე­ბიო. და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა ერეკ­ლეს შემ­დეგ სულ მაქვს.

ერეკ­ლე დიდი ენერ­გი­ის მქო­ნე ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­გი­რე­კავ­და. მერე სულ თა­ვის კი­ნოს ამ­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი რა­ღა­ცებს გიყ­ვე­ბო­და. ეს ფილ­მი რომ და­ი­წყო, სი­ახ­ლე­ებს მუდ­მი­ვად გვაც­ნობ­და. ურე­კავ­და და უყ­ვე­ბო­და ბე­ბი­ა­ჩემს ფლო­რას და ბა­ბუ­ა­ჩემს იმე­დას. ყვე­ლა­ნი ვამ­ბობ­დით, რომ ბო­ლოს ამ კი­ნო­თი რო­გო­რი ან­თე­ბუ­ლი­აო... ძა­ლი­ან მი­ჭირს მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა - ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა..." - ამბობდა ნინი.