ბედნიერი ოჯახი და პირველი შვილის მოლოდინი: რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს ოჯახური ბედნიერება - Marao

ბედნიერი ოჯახი და პირველი შვილის მოლოდინი: რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს ოჯახური ბედნიერება

2024-12-18 12:59:03+04:00

მოცეკვავეების წყვილს, რატი გაჩეჩილაძესა და კარინა ლისენკოს, საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი პროფესიონალი მოცეკვავის სტატუსით უკვე არაერთი წელია პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებით მონაწილეობენ და ამ ხნის მანძილზე მაყურებლისთვის თავის შეყვარებაც შეძლეს. 

  • როგორია რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს ოჯახური ცხოვრება

რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

rati_karina

რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს ოჯახი 

რატომ და კარინამ ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან საქმე აკავშირებდათ, თუმცა ეს საქმიანი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს. 

  • „მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერადაა… ის ჩემი ნომერ პირველი მეგობარია“ - მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე კარინა ლისენკოსთან ქორწინების შესახებ 

„პირადში ყველაფერი კარგად არის. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. ის უკვე ერთი წელია, ჩემი ცოლი გახდა. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…", - ამბობდა რატი მეუღლის შესახებ. 

რატისა და კარინას, მიუხედავად იმისა, რომ  ეკრანზე ხშირად ჩანან, საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი არ უყვართ. 

rati_karina

„ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…“ 

სულ ცოტა ხნის წინ კარინამ და რატიმ მეგობრებს სასიხარულო სიახლე გაუზიარეს და გაამხილეს, რომ პირველ შვილს ელოდებიან. მათ შვილის სქესიც გაიგეს, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნებული კადრები შავ-თეთრია.