სიუჟეტში, სახელწოდებით „ბულინგი „იმედის“ სახეებზე“, ისაუბრა მსახიობმა და „იმედის“ წამყვანმა ნანუკა გულუამაც, რომელმაც თქვა, რომ მას „ერის მოღალატეს და ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს ეძახდნენ“.
ამავე სიუჟეტში ნანუკა გულუამ მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტზეც ისაუბრა.
ნანუკა გულუას განცხადება
„როდესაც ეს სტატუსი დავწერე, ეს არ ყოფილა დაუფიქრებელი და უცებ გაბრაზებულზე დაწერილი. ადამიანი არ უნდა იყო, რომ ეს შენთვის სულერთი იყოს და არ გაღელვებდეს. ასეთი ადამიანები „იმედში“ არ მუშაობენ, „იმედში“ ადამიანებს, დიახ, სტკივათ, განიცდიან, გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ადამიანების ცემა, ტკივილი, დიახ, „იმედის“ თანამშრომლებისთვისაც ძალიან მტკივნეულია, როგორც უნდა წარმოაჩინონ ეს ყველაფერი.
„ინბოქსში“ ხშირად მომდის შეტყობინება, „ამოწყდით“, „შენ უსინდისო“, „სამარცხვინო“... ეს შეტევები იმდენად მტკივნეულია, გულწრფელად ვამბობ, რომ ხანდახან ისეთ მძიმე ემოციებს ვგრძნობდი თავიდან, ტვინიდან და, ზოგადად, ორსული ქალისთვის, ეს ურთულესი იყო.
"ერის მოღალატე", "ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქე" - აი, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე. ხალხო, რა კრიტერიუმით, რაზე დაყრდნობით, რის საფუძველზე ეძახით ადამიანებს მოღალატეებს, რუსებს? რუსი საერთოდ თუ ჰყავთ ნანახი, რუსის ჩექმა თუ აქვთ განცდილი? მე ვარ ზუგდიდელი და აფხაზეთის ომით, სადაც ფეხით შეიძლება გადასვლა და გადმოსვლა, თავიდან ბოლომდე ტრავმირებულია ჩემი ბავშვობა, აწმყო და მომავალი, რუსის და იმ ომის გამო, რაც სამეგრელოში დაატრიალეს.
ყველას, ცალსახად, აზრი აქვს ერთი, რომ დიახ, ევროპულ კურსს ვადგავართ და საქართველო ევროპის გარეშე არავის წარმოუდგენია…
დამთავრდება ეს ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად შევხედავთ ადამიანებს ძალიან ამაყად, სუფთად, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვაში და ჩვენს საქციელში არაფერია სამარცხვინო, მაგრამ მათ აუცილებლად მოერიდებათ“, - თქვა მსახიობმა.
რა ხდება საქართველოში ახლა? - საპროტესტო ტალღა
28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ახალმა მოწვევამ დაამტკიცა ირაკლი კობახიძის მთავრობა, რომელმაც რამდენიმე ცვლილება შეიტანა მის შემადგენლობაში. ოფიციალური მოწოდება სახელწოდებით „ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით“, რომელიც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სლოგანად მიიღო და აქცენტი გააკეთა „ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხოლოდ ქართული თამაშის წესებით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის თავიდან არიდებით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით“. იმავე დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. მან ასევე მოუწოდა ევროკომისიას დაწესდეს სანქციები საქართველოს მთავრობის ლიდერებზე...სრულად