ნინო წილოსანი ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქალი პოლიტიკოსია. მის გარშემო მუდმივად არის "ხმაური" და მის შესახებ კი ბევრს საუბრობენ. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში, ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და იუთუბზე. ნინო ხშირად წერს ვიდეოებს ახალგაზრდებისთვის - თინეიჯერებისა და მოზარდებისთვის.
ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს სადაც თავისი თავის შესახებ კითხვებს პასუხობს:
"ხანდახან მე თვითონ მიჭირს იმის გააზრება, რომ სამი შვილის დედა ვარ. ისინი ძალიან კეთილები და გამორჩეულები არიან, ვფიქრობ, რომ ამაში წვლილი მშობლებმაც შევიტანეთ. შვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის უპირობო სიყვარული.
ბავშვობაში ძალიან კარგად ვხატავდი. ჩანახატებს ვაკეთებდი. კვირაში სამჯერ ვახერხებ ვარჯიშს" - ამბობს ნინო წილოსანი.
2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი (Association of Chartered Certified Accountants); 2015 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები.
2003-2007 წლებში იყო სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო ეკონომიკური განყოფილების უფროსი. 2008-2011 წლებში ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. 2008-2016 წლებში - შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამავე კომპანიაში ეკავა საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობა. ასევე, იყო „წილოსანის ფონდის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 2021 წელს გახდა WPL (Women Political Leaders) ქვეყნის ელჩი.
2016 წელს წილოსანი „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პირველ ტურში მიიღო 47,04% (14 963 ხმა). მეორე ტურში მიიღო 74,76% (19 227 ხმა) და არჩევნებში გამარჯვება მოახერხა. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 24-ე ნომრად დასახელდა.[6] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
2022 წლის 14 მაისს დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნინო წილოსანი.
ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძესა და პოლიტიკოს ნინო წილოსანს სამი შვილი ჰყავთ. "ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ..." - ამბობს წილოსანი.