"გუშინდელი შემაჯამებელი კონცერტი": თეა წულუკიანის ერთადერთი ქალიშვილი, მეუღლე და ოჯახური ფოტოები - Marao

"გუშინდელი შემაჯამებელი კონცერტი": თეა წულუკიანის ერთადერთი ქალიშვილი, მეუღლე და ოჯახური ფოტოები

2024-12-19 15:11:33+04:00

"გუშინდელი შემაჯამებელი კონცერტი", - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი,  საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და შვილის, მერიკო კაკულიას ფოტოს აქვეყნებს. 

wulukiani

თეა შვილზე საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება და ამბობს, რომ მისი სამსახური არის ის, რასაც მერიკო ვერ იტანს. 

  • „ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა... ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა...“ - თეა წულუკიანი მეუღლისა და ოჯახის შესახებ 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, დაწყებული იქიდან, თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ.“ - ამბობდა წულუკიანი.

თეა წულუკიანის ქორწინება

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაოჯახდა. მისი მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულია გახდა. მაშინ თეა წულუკიანი 41 წლის, ნუგზარ კაკულია კი - 32 წლის იყო. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელია. მათი დაქორწინების შესახებ თეა წულუკიანის "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც მინისტრმა ქორწინების მოწმობასთან ერთად თავისი რჩეულის ფოტოც გამოაქვეყნა. 

  • რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე 

ასაკობრივმა სხვაობამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმის საბაბი გააჩინა, რასაც არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, უფლებადამცველი ბაია პატარაია:

  • "რაღაცნაირად მეცოდება ყველა, ვინც გულმოდგინედ ითვლის თეა წულუკიანისა და მისი ქმრის ასაკობრივ სხვაობას, რათა მერე რაღაც საწყალობელი ხუმრობა მოიგონოს. სხვათა შორის, ეგ წყვილი რამდენიმეწლიან ურთიერთობას ითვლის - გასკდით გულზე... მერე ცივი წყალი დალიეთ და მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას..."

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­ზო­ბელ­მაც კი შენ­ზე უკე­თე­სად იცო­და, რო­დის სჯობს და­ქორ­წინ­დე. შექ­მნა ოჯა­ხი და რჩე­ვებ­საც არ იშუ­რებ­დნენ ხოლ­მე - რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მთლი­ა­ნად გა­რე­მო, რო­მე­ლიც თვლი­და, რომ ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია და­გა­რი­გოს ჭკუა, რა სჯობს, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, მე საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ვუ­ძე­ლი ამ წნეხს და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ მე ვწყვეტ, რა მირ­ჩევ­ნია.

  • ცნობილი ქართველი ქალები, რომლებმაც ასაკით უმცროს კაცებზე იქორწინეს 

მახ­სოვს, რო­დე­საც ერ­თმა ჩემ­ზე ბევ­რად ასა­კი­ან­მა ქალ­მა სტუ­დენ­ტო­ბი­სას მირ­ჩია, "იქ­ნებ და­გად­გეს საშ­ვე­ლი." იმ­დე­ნად გავ­ღი­ზი­ან­დი, ვუ­თხა­რი, ყვე­ლას­ნა­ი­რი ქმა­რი არ მინ­და-მეთ­ქი. ეს ძა­ლი­ან ცუდი პა­სუ­ხია. არა­ვის არ უც­დია ჩემ­თვის ვინ­მე გა­ე­რი­გე­ბი­ნა იმი­ტომ, რომ ალ­ბათ თვლიდ­ნენ, არა­ვის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა არ უნ­დო­დათ, თუ რა იყო არ ვიცი", - იხსენებდა თეა წულუკიანი. 

პოლიტიკოსი საჯაროდ ოჯახზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა არსებობს მისი რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე:

„ფაქტი, რომ მე ჩემი ერთადერთი შვილი შემეძინა 42 წლის ასაკში, ვთვლი, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შევძელი კარგი დედობა. მე ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი. ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება. ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა. ის, რომ ის ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა“, - ამბობდა თეა წულუკიანი.