ახალი 2025 წელი მწვანე ხის გველით აღინიშნება. ჩინური ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დაჯილდოებულია სიბრძნით, სიმშვიდით, ინტუიციით, გამძლეობით და ნებისმიერ პირობებთან ადაპტაციის უნარით!
არ მოამზადოთ თევზის კერძები
გველი თევზის მსგავსად წყლის არსებაა და ერთმანეთი არ „უყვართ“, განსხვავებული ენერგიები აქვთ. თუ გსურთ, რომ თქვენი წელი იყოს მდიდარი და კეთილშობილი ფინანსურ სფეროში, საახალწლოდ ნუ მოამზადებთ და ნუ მიირთმევთ თევზის კერძებს.
ცხიმიანი, ცხარე საკვები და სანელებლები ტაბუდადებულია 2025 წლის საახალწლო სუფრაზე
გველებს შეუძლიათ აგრესიული რეაგირება სურნელზე, მათ უყვართ დახვეწილობა, ამიტომ ძალიან ცხიმიანი, ცხარე და მდიდარი კერძები ნამდვილად არღვევს ჰარმონიას. სადღესასწაულო კერძებს ნუ დაუმატებთ მდიდარ სანელებლებს, როგორიცაა ნიორი, ყველანაირი წიწაკა, განსაკუთრებით ჩილის, რომელიც ცეცხლთან ასოცირდება და როგორც ვიცით, გველს ცეცხლი არ უყვარს
დაკონსერვებული საკვები
ამის ნაცვლად, თქვენ უნდა მოამზადოთ ექვსი მწვანე ფერის კერძი, ახალი, მწვანე ბოსტნეულით, მწვანილებით, მწვანე ხილით, რომლებიც განასახიერებს ჰარმონიას, ჯანმრთელობას, სიწმინდეს, სიმსუბუქეს და რწმენას!