"რა­ტო­მაც ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა და რა­ტო­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ვუ­კავ­ში­რე, ეს იყო..." - მარიამ ჯოლოგუას გულწრფელი ინტერვიუ - Marao

"რა­ტო­მაც ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა და რა­ტო­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ვუ­კავ­ში­რე, ეს იყო..." - მარიამ ჯოლოგუას გულწრფელი ინტერვიუ

2024-12-19 15:53:49+04:00

44 წლის მარიამ ჯოლოგუა ფართო საზოგადოებამ "ანანოდ" გაიცნო. ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სერიალი "შუა ქალაქში" ერთხელ მაინც არ უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციური კომედია ათი წელია, დასრულდა, დღემდე უამრავი მაყურებელი ჰყავს, სახიობები კი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ. 

  • მარიამ ჯოლოგუას ორი ქორწინება და სიყვარულის ამბავი: "წლებთან ერთად ადამიანი იცვლება, მერე უფრო ნაკლებად გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სხვანაირად" 

მარიამ ჯოლოგუამ დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ლილი იოსელიანის სახელოსნო. 2010 წლიდან “თავისუფალი თეატრის” მსახიობია. შესრულებულია აქვს როლები შემდეგ სპექტაკლებში:

  • “პეპი გრძელი წინდა”
  • “თაფლობის თვე”
  • “მშვენიერი ქართველი ქალი”
  • “კავკასიური ცარცის წრე“
  • “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ”
  • “ვალსი ძილის წინ“
  • “სხვების ცხოვრება“
  • “რიჩარდ III“
  • “სამანიშვილის დედინაცვალი”

ცოტამ თუ იცის, რომ მარიამ ჯოლოგუა ასევე ცნობილი მსახიობის, კოტე თოლორდავას მეუღლე იყო. კოტე მაყურებელმა სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გახდა პოპულარული. კოტეს და მარიამ ქორწინებაში ერთი შვილი, ბუკა შეეძინათ, რომელიც მშობლების გზას აგრძელებს. 

მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავას შესახებ

გადაცმაში "ნიკოლოზის კითხვები" მარიამ ჯოლოგუამ პირველად ისაუბრა საჯაროდ კოტე თოლორდავასთან თანაცხოვრების და განქორწინების შესახებ: 

"19 წლის ვი­ყა­ვი, როცა და­ვო­ჯახ­დი. მშობ­ლე­ბი კო­ტეს "ლა­ი­თად" იც­ნობ­დნენ. და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე 3-4 თვე ვხვდე­ბო­დით. მშობ­ლებ­მა ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეს, დე­დამ გან­სა­კუთ­რე­ბით. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ად­რეც. არც ვი­ყა­ვი 19-ის, მერე გავ­ხდი. ქორ­წი­ნე­ბამ 4 წელი გას­ტა­ნა...

  • გაიცანით უფრო ახლოს ბუკა თოლორდავა: "მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი" 

არა­ვის ახ­სოვს, რომ მე ამ თე­მა­ზე ასე, ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ლა­პა­რა­კოს იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვე­ნი შვი­ლი, ბუკა, პა­ტა­რა იყო და არ მინ­დო­და, ეს ამ­ბე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ეს­მი­ნა. მერე იყო მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო კო­ტეს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჩემი სა­ლა­პა­რა­კო არ იყო. ახლა უკვე არის ის მო­მენ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნი აღარ არის და კი­დევ უფრო საფრ­თხი­ლოა, რას ვი­ტყვით. თუმ­ცა, ბუ­კას ასაკ­მა და მის­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს თემა წინ წა­მო­წია. ბევ­რი დრო გა­ვი­და. ყვე­ლა რა­ღაც­ნა­ი­რად და­ლაგ­და და ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ბის თქმა, ალ­ბათ, შე­იძ­ლე­ბა.

  • ცნობილი მშობლების ცნობილი შვილები - ვინ არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქართველი ახალგაზრდები 

ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა და რა­ტო­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ვუ­კავ­ში­რე, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მსა­ხი­ო­ბი იყო. ჯერ ერთი, ის პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, რო­მე­ლიც ასე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი და და­ვე­ლა­პა­რა­კე. მას პირ­ველს მო­ვე­წო­ნე. კოტე ისე­თი ტიპი იყო, რო­მე­ლიც ამას სრუ­ლი­ად უკომ­პლექ­სოდ, პირ­და­პირ გა­მო­ხა­ტავ­და. გაც­ნო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­წო­ნე­ბას ღიად გა­მო­ხა­ტავ­და. ამან ჩემს თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ნამ­ყო­ფიც არ ვი­ყა­ვი..." - იხსენებდა მარიამ ჯოლოგუა. 

მარიამმა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება ოჯახის შექმნის შედეგ გადაწყვიტა: 

"ბუკა 2 წლის იყო, რო­დე­საც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ძა­ლი­ან დიდი და და­სა­ფა­სე­ბე­ლი როლი ითა­მა­შეს. მას რამ­დე­ნი­მე წელი დედა აკ­ლდა. მეც მაკ­ლდა... სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სულ მქონ­და გან­ცდა, რომ მას ჩემ­თან ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­დო­და და არ ვი­ყა­ვი. ახლა რომ ვუ­ყუ­რებ, მისი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ფორ­მი­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის, რომ ის პე­რი­ო­დი ძი­რი­თა­დად ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. ის უფრო ჰგავს მა­მა­ჩემს, ვიდ­რე თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას ან მე..." - ქვა მსახიობმა შვილის, ბუკას შესახებ. 

მარიამ ჯოლოგუამ კოტე თოლორდავასთან დაშორების მიზეზებზეც ისაუბრა: 

"ჩემი და კო­ტეს ურ­თი­ერ­თო­ბა იმ­დე­ნად კონ­ფლიქ­ტუ­რი იყო, რაც ბუ­კას ახ­სოვს და იმის მე­რეც, რომ ჩვენს შვილს ამ თე­მა­ზე კი­თხვე­ბი არ ექ­ნე­ბო­და. ჯერ ერთი, კარ­გად არ ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, როცა ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით და მე­ო­რე, არ მოგ­ვწონ­და ერ­თმა­ნე­თი", - განმარტა მარიამ ჯოლოგუამ.