ირმა სოხაძე ქართველი საესტრადო მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსია, რომელიც 4 წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლისა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს” სოლისტი იყო. 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის "პირველ არხზე" იყო მრავალი გადაცემის ავტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი; 1990-იან წლებში ჩატარებული მრავალი ტელემარათონის ავტორი და წამყვანი. ირმა სოხაძეს და მის მეუღლეს, რეზო ასათიანს, ორი ქალიშვილი, ნატა და სალომე ჰყავთ.

ნატა ასათიანი არის თსუ ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი. აქვს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში. არის 2 წიგნის ავტორი „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ” და „ბულინგი – ფორმები და ფსიქოლოგიური მექანიზმი”.
"ზოგადად ვთვლი, რომ მშობლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებაში ყველა ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ბედნიერი და ღმერთის მადლობელი ვარ, მე რომ მხვდა წილად ასეთ ოჯახში რომ გავჩნდი. ასეთი მშობლები რომ მყავს! მათი თანადგომა ჩემს ნებიმიერ გადადგმულ ნაბიჯში ყველა ასაკში იმის განმსაზღვრელია, თუ როგორ ვარ დღეს და როგორ ვიქნები მომავალში... ყველას ჰგონია, რომ განსაკუთრებული მშობლები ჰყავს და ასეც უნდა იყოს. მეც მათ რიგებში ვარ და მიმაჩნია, რომ მზრუნველობით და სიყვარულის უნარით გამორჩეული მშობლები მყავს."
ნატა ასათიანის ქმარს საზოგადოება კარგად იცნობს. ნატას ქმარი "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია.
1994-1998 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 1998-1999 წლებში ოტო ფონ გურიკეს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის მიმართულებით; 2000-2006 წლებში მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის სპეციალობაზე და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის აკადემიური ხარისხები.

2008-2009 წლებში საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, აღმასრულებელ მენეჯერი; 2008-2009 წლებში ტურიზმის სკოლა „ნიუკაზის“ სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი; 2009-2010 წლებში „საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი; 2009-2011 წლებში „საქართველოს უნივერსიტეტი“ პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; 2009-2014 წლებში საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი; 2010 წელს იყო ბრიუსელში „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ ეგიდით მკვლევრის პოზიციაზე; 2012-2014 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩეველი
როგორც ნატა აღნიშნავდა, ოჯახს კარიერაში ხელი არასდროს შეუშლია, იმასაც ამბობდა, რომი წარმატება დიდწილად დედამთილის დამსახურება იყო:
"მე, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა ერთი კონკრეტული მიმართულებით – ეს არის ჩემი დედამთილი. რისთვისაც კი მიმიღწევია, რა სიგელი თუ სერტიფიკატი მომიპოვებია, ნახევარი ჩემს დედამთილს ეკუთვნის. რომ არა ასეთი დიდი მხარდაჭერა, ვერ იქნები წარმატებული ერთდროულად კარიერაშიც და ოჯახშიც. ოჯახში შეიძლება მეუღლემ ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს, მაგრამ ბავშვებს ყურადღებას ხომ ვერ მოაკლებ? როცა ბავშვებს დიდი დოზით აქცევ ყურადღებას, საქმე აუცილებლად ფუჭდება.
როგორც ამბობენ, ყველა ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ასეც შეიძლება შევცვალოთ – ყველა ძლიერი ქალის უკან ასეთივე ძლიერი ქალია, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ქალები არიან დედამთილი და დედა, რომლებიც ძალიან მეხმარებიან იმაში, რომ ვიყო წარმატებული საქმეში…“