"მე მყავს შე­უ­და­რე­ბე­ლი, სა­ო­ცა­რი მე­უღ­ლე. ჩვენ 52-ე წე­ლია ერ­თად ვართ და კარ­გად მეს­მის, რა მძი­მე და რთუ­ლი იყო ჩემი გაძ­ლე­ბა" - გია ყანჩელი - Marao

გია ყანჩელის გზა და ისტორია: "მე მყავს შე­უ­და­რე­ბე­ლი, სა­ო­ცა­რი მე­უღ­ლე... ჩვენ 52-ე წე­ლია ერ­თად ვართ და კარ­გად მეს­მის, რა მძი­მე და რთუ­ლი იყო ჩემი გაძ­ლე­ბა"

2024-12-23 12:56:56+04:00

გია ყანჩელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც მოახერხა და არა მარტო სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. იგი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში.

kancheli

განათლება

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

  • „უკვე ძალიან იშვიათად გამოდის პუბლიკის წინაშე, ის იშვიათი გამოჩენაც აღარ უნდა" - ნანი ბრეგვაძის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული „ის აქ არის“ 
  • „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ - მურმან ჯინორიამ ტრისტან სარალიძეს მიხეილ ქვლივიძის ლექსი მიუძღვნა 
  • პიანისტი გიორგი არაბიძე - გაიცანით ქართველი ამომავალი ვარსკვლავი 

და მაინც, ვინ იყო გია ყანჩელი? 

გია ყანჩელი სიჩუმის კომპოზიტორი იყო - სიჩუმე მისი მუსიკის მთავარი ნაწილია. "მთავარი ისაა, რომ როცა მსმენელი მოვა მუსიკის მოსასმენად, მან იფიქროს, რომ ეს ძალიან ადვილად, ცით ან უფლით მოცემულია...  ჩემ შემთხვევაში ასე არ ხდება. არ ვიცი, ალბათ, მოცარტი ძალიან მარტივად და თავისუფლად წერდა თავის გენიალურ ქმნილებებს. დარწმუნებული ვარ, მოცარტსაც უხდებოდა ცხოვრებაში დიდი სირთულეების გადალახვა... 

რომ დახედავთ ბეთჰოვენის დაწერილ პარტიტურებს, მიხვდებით, რომ ეს უდიდესი ტანჯვის შედეგია, რომ მას მშვიდი ცხოვრება არ ჰქონია, მაგრამ დღეს მისი სიმფონიების მოსმენისას ფიქრობ, რომ ეს ერთი ხელის მოსმით კეთდებოდა. ეს ასე არ არის..." - ამბობდა გია ყანჩელი მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. 

  • "როცა დღეს ვუსმენ ჩემ მიერ 30 წლის წინ დაწერილ მუსიკას, ვერ ვხვდები, როგორ შემეძლო ამის დაწერა - დღეს ამას ვეღარ შევძლებ, როგორც უნდა მოვინდომო. მეორე მხრივ, რასაც დღეს ვაკეთებ, აი, ეს უბრალოება, სიმარტივე - რთული სიმარტივე, ალბათ, ახალგაზრდა ვერ შევძლებდი..." 

"არავითარი ილუზია არ გამაჩნია იმის შესახებ, რა მოხდება მომავალში. ახლა თუ უკრავენ ორ კვირაში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩემს ნაწარმოებებს, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, დაუკრავენ თუ არა ნახევარი საუკუნის შემდეგ..."

გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის, „სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის“ ფი­ნა­ლი სწო­რედ ეს შე­კი­თხვაა - იქ­ნე­ბი­ან კი ორ­კესტრე­ბი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ და თუ იქ­ნე­ბი­ან და­უკ­რა­ვენ ყან­ჩე­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებს?

  • "ჩემი ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი მთავრდება ძალიან ჩუმად, რომ დამთავრდება, 12-15 წამი არის სამარისებური სიჩუმე. ეს სიჩუმე ძალიან დასაფასებელია. ჩემს მუსიკაში ხშირად ჩნდება პაუზები, ვნატრობ ხოლმე, რომ ამ პაუზებში გრძელდებოდეს მუსიკა და ეს პაუზები იყოს მომასწავებელი იმისა, რაც ამ სიჩუმის შემდეგ დაიწყება. რამდენად ვაღწევ ამას, მე ვერ ვიტყვი..."

kancheli

1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“... „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა „კინემატოგრაფიულია“.

"სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი" სცე­ნა­რის­ტმა და რე­ჟი­სორ­მა თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძემ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში - ბერ­ლინ­ში, ბრი­უ­სელ­ში, ან­ტვერ­პენ­ში, ბა­ქო­სა და თბი­ლის­ში გა­და­ი­ღო. ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს ხე­ლო­ვან­ზე, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა ეპო­ქა­ში, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო.

საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გე­ბი კი მის მუ­სი­კას ნარ­კო­ტიკს უწო­დებ­დნენ და წერ­დნენ, რომ ის კა­პი­ტა­ლის­ტურ ქვეყ­ნებ­ში მტრებს ახა­რებ­და.

პირადი ცხოვრება

kancheli

"მე მყავს შე­უ­და­რე­ბე­ლი, სა­ო­ცა­რი მე­უღ­ლე. ჩვენ 52-ე წე­ლია ერ­თად ვართ და კარ­გად მეს­მის, რა მძი­მე და რთუ­ლი იყო ჩემი გაძ­ლე­ბა. ჩვენ გვყავს ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი − ნატო და სან­დრო; სა­ო­ცა­რი რძა­ლი – მა­რი­კა გო­გო­რიშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მართ ისე­თი­ვე გრძნო­ბე­ბი მაქვს, რო­გო­რიც ჩემი შვი­ლე­ბის მი­მართ. გვყავს ოთხი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი შვი­ლიშ­ვი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­ხა­რულ­თან, ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან, სიმ­შვი­დეს­თან."

"ახლა კი მოგიყვებით, რასაც ვერ მოვესწრები..."

„მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება. 

ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან - თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.

მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები. სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ. იმავეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.

იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები..."

ერთი არაჩვეულებრივი შემთხვევის შესახებ...

"ხშირად მომიყოლია, მაგრამ მინდა თქვენც მოგიყვეთ ერთი არაჩვეულებრივი შემთხვევის შესახებ: ლეიფციგის გევანდჰაუზის მთავარი დირიჟორი იყო კურტ მაზური, რომელმაც შემიკვეთა მე-6 სიმფონია და ლეიფციგში შეასრულა. ამის შემდეგ გავიდა დრო და დადგა დღე, როცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავი უნდა ეზეიმათ. გერმანიის იმდროინდელმა მთავრობამ კურტ მაზურს სთხოვა, გაემართა კონცერტი, სადაც აჟღერდებოდა საბჭოთა კავშირის გამარჯვება გერმანიაზე.

კურტ მაზურმა დაურეკა ჩემს მეგობარს, ალფრედ შნიტკეს და სთხოვა: ალფრედ, მე ვიცი, რომ ბატონი გია ხალისიან მუსიკას არ წერს და ისიც ვიცი, რომ არ შეხვდება ამ თარიღს ფანფარებით. დაურეკე და სთხოვე, იქნებ დაწეროს რამე, რასაც ამ დღეს შევასრულებ. მაშინ დავწერე „სევდა ნათელი“. ეს არის ნაწარმოები, სადაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მღერის ბიჭუნათა გუნდი და სადაც არის ამონარიდები ოთხი პოეტის: შექსპირის, გოეთეს, პუშკინის და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.

მე და ჩემი მეუღლე წავედით პრემიერაზე. ნაწარმოები დაახლოებით 35 წუთი გრძელდება. დასრულდა. დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი, ჩამოვარდა სიჩუმე. კურტ მაზური დგას, ორკესტრი ზის, დარბაზი გარინდებულია და ასე გადის 10, 15, 20 წამი. მე უკვე ვეკითხები მეუღლეს: გამაგებინე, რა ხდება? ეს დიდხანს გრძელდებოდა. გარკვეულ მომენტში კურტ მაზური ჩამოვიდა პულტიდან, ხელი ჩამოართვა კონცერტმეისტერს და აი, მაშინ დაიწყო დარბაზის რეაქცია. რომ მოვდიოდი, გადმომცეს მაგნიტური ფირი, სადაც ჩაწერილი იყო ეს კონცერტი. ვინაიდან ხანდახან მულტფილმებზე ვმუშაობდი, შინ წამმზომი მქონდა და როგორც კი სახლში მოვედი, გავზომე ეს სიჩუმე, რომელიც დაახლოებით 40 წამი გრძელდებოდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ბედნიერება. ეს ის შემთხვევაა, როცა უხილავი ძაფები იბმება დარბაზსა და სცენას შორის..."