"ჩიკას" როლით მოსული წარმატება, ცნობილი ქმარი და კარიერა - ანი ჩირაძე - Marao

"ჩიკას" როლით მოსული წარმატება, ცნობილი ქმარი და კარიერა - ანი ჩირაძე

2024-12-19 22:00:39+04:00

მსა­ხი­ო­ბი ანა ჩი­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გახ­და. მისი პერ­სო­ნა­ჟი - ჩიკა გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სე­რი­ა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბაც კი შეც­ვა­ლა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ელო­დე­ბა ჩი­კას და შა­გუს გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ჩიკა ყვი­თელ პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გა­მო­ჩე­ნის დღი­დან უარს ამ­ბობს. მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­ლდათ, სა­ი­და­ნაც მას შემ­დეგ წა­მო­ვი­და, როცა ქვე­ყა­ნამ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აირ­ჩია.

ani

ანი ერთხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მარ­თა­ლია ყვი­თელ პრე­სას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს, მაგ­რამ ხში­რად ხვდე­ბა გა­მო­ცე­მე­ბის გმი­რი. პირველ ქორწინებაში მას ორი შვილი შეეძინა, 

ანი ინსტაგრამზე ხშირად დებს თავისი ქალიშვილის - მშვენიერი ნიცა ცისკარიშვილის ფოტოს, რომელიც ძალიან ჰგავს დედას.

პირადი ცხოვრება

ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც ცნობილია, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავთ.

  • "ლამაზი და არაორდინარული წყვილი" - ანი ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის ფოტოები და ოჯახური იდილია 
  • „მონატრებული ვარ ცოლის გაკეთებულ საჭმელს, ძალიან ცოტა რამე თუ გამისინჯავს მისი მომზადებული“ - კონსტანტინე თედელური ანი ჩირაძეზე 
  • როცა ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია - მთელი საქართველო ერთად! როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ქართველებმა 

ani

კონსტანტინე თედელური

კონსტანტინე თედელური სარესტორნო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით.

არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან "შეფის ბებიას" დამაარსებელი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ანა ჩირაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, გიორგი მარგველაშვილთან მიწვევით მუშაობდა კონსტანტინე თედელურიც.