ვერიკო ტურაშვილი უკვე მრავალი წელია, ქართველი მსმენელისთვის საყვარელი სახეა. ის ადრე ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანდა, სტუმრობდა სხვადასხვა პოპულარულ გადაცემასა თუ შოუს, ახლა კი კარიერაში მცირე პაუზა აქვს, თუმცა დაბრუნებას დიდი სიახლეებით აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში სიახლეებს აანონსებდა, სულ ცოტა ხნის წინ ვერიკო ტურაშვილმა ვრცელი განცხადება გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და გაუქმებული კონცერტების შესახებ:
"სხვანაირად არ შემიძლია, ვერ დავჯდები სახლში, ვერ ვიმღერებ. გუშინდელ დღემდე ძალიან ვნერვიულობდი და რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, ამოვისუნთქე. მირჩევნია, ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ხალხთან, იმ ადამიანებთან, ვინც იქ დგას, იტანჯება, უკანონოდ არის დაკავებული, მათ მშობლებთან.
მე ჩემი მხრიდან, სამწუხაროდ, ჯერ მეტი არაფერი შემიძლია, გავაუქმე ყველაფერი და ამით დავისვენე“, – თქვა ვერიკო ტურაშვილმა გადაცემა "რეაქციაში".
28 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა...გაგრძელება
პროფესიული საქმიანობის მიღმა, ვერიკო ტურაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ოჯახი და შვილებია. მას ორი ქალიშვილი, ლიზა და ნატაშკა ჰყავს. ლიზა უკვე 21 წლისაა, ნატაშკა კი - 10 და ჯერ სკოლაში სწავლობს. შვილების შესახებ ვერიკო ტურაშვილმა ვრცლად ისაუბრა:
"მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, როცა ლიზა შემეძინა, უფრო მეტ სიმკაცრეს ვიჩენდი. მაგალითად, დავამთავრებინე მუსიკალური სასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მინდოდა ეს, ვიდრე მას. ნატაშკასთან არ მოვეშვი, მაგრამ უფრო მეტად ვუსმენ, მას რა სურს… ჩვენს სახლშიც დედაც მე ვარ და მამაც, ყველაფერს მე ვაკონტროლებ, ლიზა უკვე დიდი გოგოა და დამოუკიდებელია. ლიზა არის გონიერი ადამიანი, მასთან რაღაცების არ მეშინია. მასთან უფრო მოვეშვი, სიმკაცრის ელემენტები შეიძლება მქონდეს, მაგრამ არა დიდი დოზით.