"ყველა სპექტაკლსა და ცნობილ ნაწარმოებში, ხომ ვიცით, როგორც ხდება - მოდის უზურპატორი, მდიდარი, შეძლებული ადამიანი, ზოგჯერ სიკეთით, მომავლის დიდი იმედით, როდესაც აღარ მიდის აღარასოდეს და ეს ძალაუფლება ხდება მისი ავადმყოფობა, ამთავრებს ისე, როგორც ყველა უზურპატორი.
ამ სიჩუმემ, მორჩილებამ, მადლიერების გრძნობის დაკარგვის შიშმა, მიგვიყვანა აქამდე. როგორ შეიძლება, იმის გამო, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, პროტესტის გრძნობა არ გაგვიჩნდეს, როგორც უნდა იყო ემოციურ ინტელექტს მოკლებული, რომ არ გამოვარდე გარეთ და არ დაიყვირო – ხალხო, რაღაც უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს“ - ამის შესახებ მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ გადაცემაში "რეაქცია" ისაუბრა.
28 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა...გაგრძელება
ყველასთვის საყვარელი მსახიობი, პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი ქეთი ჩხეიძე ტელეეკრანებსა და თეატრის სცენაზე ხშირად ჩანს და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
„უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი. თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ისე ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და გავშორდით. ის საუკეთესო მამაა და აქტიურადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში.
ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს ფიქრისა და განსჯის შედეგად არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა, სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები. სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს“ - ამბობდა ქეთი ჩხეიძე.
ქეთი ჩხეიძის ცხოვრებაში დიდი და სასიხარულო სიახლეა - ის ბებია გახდა.
"ახლა სამი თვისაა, შემიძლია ხოლმე ცოტა ხნით დატოვება. ძუძუთი კვებაზეა და შუალედებში ვიტოვებ ხოლმე. ბებია სამი თვის წინ გავხდი და ეს ჩემი პირველი შვილიშვილია.
უფრო მშვიდი ვარ. გავიარე უკვე რაღაც გზა და გიჟური დამოკიდებულება აღარ მაქვს, მაგრამ სიყვარული და გრძნობები ისევ ისეთია, შეიძლება, გადაჭარბებულიც კი. ჩართული ვარ მთელი ჩემი არსებით. ამაზე დიდი სიამოვნება, მე მგონი, არც არსებობს.