"5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ვრცელი წერილი - Marao

"5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ვრცელი წერილი

2024-12-20 11:35:46+04:00

"ზუსტად 5 წელი გახდა ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა. ბრძოლა სიცოცხლისთვის, ბრძოლა მილიმეტრებით წინსვლისთვის, ბრძოლა გართულებების დაძლევისა და თავიდან დაწყებისთვის, ბრძოლა სულიერი წონასწორობისა და გამძლეობისთვის; რაღა დაგიმალოთ, და, ბრძოლა ღრმად ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის…

  • "პირველ პაემანზე ცოტნემ ვერ მომხიბლა, ზემო ვერაზე წყაროზე წამიყვანა, წელზემოთ გაიხადა და ყინულებიანი წყალი ისხა ზედ; მოკლედ, მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს კაცი საკმარისად გალანტური არ არის ჩემთვის-მეთქი და დავემშვიდობე" - როგორ იხსენებს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას, როგორია მათი ოჯახი და სიყვარულის ისტორია 

5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია, 5 წელია ჩვენი ცხოვრება საქართველოსა თუ უცხოეთში საუკეთესო სპეციალისტებისა თუ აპარატურის ძიება-მოპოვებადაა ქცეული. 5 წელია ვერ ვდუნდებით ვერცერთი წუთი, ვერცერთი დღე და ვერცერთი ღამე…

  • „ცოტნეს წარმოთქმულ ყველა ბგერას და მარცვალს ვზეიმობთ“ - ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ მის ამჟამინდელ ჯანმრთელობაზე ისაუბრა 

5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს… 5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, მე და კონსტანტინე სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში ერთად ვედექით თავზე, და, 5 წლის შემდეგ, აი, ახლაც, ერთად ვართ ცოტნესთან. გიორგიც მალე ჩამოვა, როგორც მაშინ, 5 წლის წინ…“, - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური. 

gamsaxurdia

ზვიად გამსახურდიას ოჯახი 

ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ეს ზვიად გამსახურდიას რეგალიების მხოლოდ ნაწილია. 

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამი შვილი ჰყავს: კონსტანტინე - პირველი ქორწინებიდან, ცოტნე და გიორგი - მეორე ქორწინებიდან.

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას სახელი ბაბუის, კონსტანტინე გამსახურდიას პატივსაცემად დაარქვეს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ზვიად გამსახურდიას გადადგომის და „თბილისის ომის” შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში და თარგმანებითა და ლიტერატურისმცოდნეობით იყო დაკავებული. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და დააარსა მოძრაობა „თავისუფლება”. კოკო გამსახურდია დღემდე მეტ-ნაკლებად ჩართულია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხშირად კითხულობს საჯარო ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

გიორგი გამსახურდია საჯაროდ გამოჩენას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა ახლა განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების შესახებ ხშირად გამთქვამს საკუთარ აზრს.

ზვიად გამსახურდიას მეორე შვილი ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტის დევნილობის დროს, ჩეჩნეთში დაიბადა. შემდეგ მოსკოვში იცხოვრა და განათლებაც იქვე მიიღო. რამდენიმე წლის წინ ცოტნე გამსახურდიამ ფიზიკური ანგარიშსწორების გამო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო და რეაბილიტაციას დღემდე გადის. ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მეუღლეა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტუმრად ია ფარულავას გადაცემაში იმყოფებოდა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. ანამ ცოტნეს დედასთან, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან დაძაბული ურთიერთობისა და ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ გააკეთა კომენტარი.

წაიკითხეთ სრულად