საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს 57 წლის გახდა. დაბადების დღე მას ქალიშვილიმა, ელის-მარია სააკაშვილმა საკუთარი ხელით შექმნილი პოსტერით მიულოცა. ფოტო სოციალურ ქსელში ელის-მარიას დედამ, სოფო ნიჟარაძემ გამოაქვეყნა:
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლი 21 დეკემბერს, თბილისში, იმ დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნიკოლოზ სააკაშვილისა და გიული ალასანიას ოჯახში.
მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა ჯერ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში,[6] ხოლო შემდეგ თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა. 1992 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. შემდეგ, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით.ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იგი პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. 1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში. 1995 წელს იგი მიიღეს ნიუ იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს. მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში „Patterson, Belknap, Webb & Tyler“
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა 2012 წელს დატოვა, თუმცა ბოლო წლებში ის ჩვენს ქვეყანაში მაინც აქტუალური პერსონაა არა პოლიტიკური საქმიანობის, არამედ პირადი ცხოვრების გამო.
მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაქორწინებული იყო სანდრა ელისაბედ რულოვსზე. ათ ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ნიკოლოზი შეეძინათ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყოფილ პრეზიდენტსა და ცნობილ ქართველ მომღერალს, სოფო ნიჟარაძეს, საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი ჰყავთ. სოფო ორსულობისა და შვილის გაჩენის პერიოდში საჯარო ცხოვრებიდან გაქრა, ქვეყნიდან წავიდა და შვილის ვინაობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის სამშობლოში შვილთან ერთად დაბრუნდა.
მითქმა-მოთქმა გამოიწვია მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ელიზავეტა იასკოს ერთად გამოჩენას. 2021 წელს, როცა ჯერ კიდევ ყველა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის რომანზე საუბრობდა, ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო მიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ მას ურთიერთობა იასკოსთან ჰქონდა.
გასულ წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის ცხოვრებაში უკრაინის მნიშვნელობაზე საუბრობდა. წერილში მან ახსენა, რომ უკრაინაში მისი ქალიშვილი, ჟასმინი ცხოვრობს, რომლის ნახვაც ჯერ ვერ მოახერხა: "უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია".