"სინამდვილეში, ამ ბულინგის ამბავი ძალიან მარტივად ყოფილა და გეტყვით, რატომაც. ყოველი მეორე მწერს, ამდენს რომ გაბულინგებენ, როგორ უძლებო. ახლა გასაძლებად აღარ მაქვს საქმე. როცა შენს თავთან ხარ მართალი, როცა სწორ მხარეს დგები, როცა ამ ყველაფრის გჯერა, როცა იქ ხარ, სადაც მთელი საქართველოა, როცა გაქვს საშუალება, გააპროტესტო, რაც არ მოგწონს, შენ მიმართ ნათქვამი არასწორი სიტყვები აღარ გეხება..." - ამბობს რუსკა მაყაშვილი.
როგორც ცნობილია, მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე დღის წინ დატოვა, რასაც წინ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა უძღოდა.
რა ხდება საქართველოში ახლა?
28 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა...გაგრძელება
რუსკა მაყაშვილის ბიოგრაფია
რუსკა მაყაშვილი დაიბადა მსახიობ თამარ მაყაშვილის ოჯახში. იგი ეკრანზე პირველად გამოჩნდა საქართველოს ბანკის 2010 წლის რეკლამაში, შემდეგ - „იმედზე“ გასულ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერას დაუდო სათავე.
იყო სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი. ასევე გაიმარჯვა სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მეორე სეზონში. მისი მეწყვილე იყო ოთო ფოლადაშვილი.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზე. რუსკას და სანდროს ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ.