გამორჩეული სტილი და ახალი ფოტოები ლონდონიდან: როგორია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის, ლიკუნა ქორქიას ცხოვრების სტილი - Marao

გამორჩეული სტილი და ახალი ფოტოები ლონდონიდან: როგორია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის, ლიკუნა ქორქიას ცხოვრების სტილი

2024-12-22 16:10:08+04:00

მიუხედავად იმისა, რომ უმშვენიერესი დები, ლიკუნა და ანუკი ქორქიები, უკვე რამდენიმე წელია, საჯაროდ თითქმის არასდროს ჩნდებიან, პოპულარობასა და აქტიურობას მაინც არ კარგავენ, მათი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს. 

ამჯერად ლიკუნა ქორქია დიდ ბრიტანეთში იმყოფება და კადრებს სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.

likuna_qorqia

likuna_qorqia

ლიკუნა ქორქია 

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წლების წინ გახდა, როცა ის ეკრანზე პირველად გამოჩნდა. ლიკასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და, ასევე ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მიუხედავად იმისა, რომ დები კამერების წინ უკვე იშვიათად ჩნდებიან, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.

  • "ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად" - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველის, ლიკუნა ქორქიას სიადუმლო ქორწინება, ცნობილი ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა 

"ვფიქრობ, რომ ადამიანი თუ არაფერს ნანობს, პრობლემაა. თავად ვნანობ დაკარგულ დროს, რომელიც კიდევ უფრო მეტი განათლებისთვის არ გამოვიყენე. ვნანობ გარკვეულ საქციელებს.. უფრო ჩემი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებების ვერგამოხატვას, როცა ეს ადამიანები ჩვენ გვერდით არ არიან და ძალიან ბევრი რამ დაგრჩა მათთვის სათქმელი და გასაზიარებელი. სამწუხაროდ, ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როცა ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ვკარგავთ. სულ გაქვს სინანულის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვერ მოვასწარით. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი გავცე, სიყვარული გავუზიარო ადამიანებს. კომპლიმენტებს არ ვიშურებ, რომ თავად გავცე პოზიტიური განწყობა, რომელიც ასევე პოზიტიური განწყობით დამიბრუნდება. თავადაც კომპლიმენტი პატარა ბავშვივით მიხარია, რადგან ეს დამოკიდებულება დადებითი ენერგიით მავსებს", - ამბობდა ლიკუნა Beaumonde-თან საუბრისას. 

ლიკუნა ქორქიას ოჯახი 

ლიკას მეუღლე კი "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. უფრო მეტიც, დღემდე თავს იკავებს ახალ ოჯახსა და შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრისგან.

  • "ერთადერთი, რასაც მუდმივად მივმართავ, კუნთის ტონუსის აღდგენაა, იგივე ჰიდრადერმია" - ლიკუნა ქორქიას ცხოვრების სტილი და ახალი ფოტოები ზღვისპირეთიდან 

"არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“ - აღნიშნავდა ლიკუნა ქორქია „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.

მიხეილ ხიდურელი აღნიშნულ თანამდებობას 4 წელია, რაც იკავებს. მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა, რომ ხიდურელი კონკურსის წესით შეარჩიეს. მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში აქვს მიღებული. ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ.

  • ორი შვილი, მოგზაურობა ოჯახთან ერთად და მშვიდი ცხოვრება - როგორია ანუკი ქორქიას ოჯახური ცხოვრება 

ცოტა ხნის წინ მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ლიკუნა ქორქია მეუღლეს დაშორდა, თუმცა ამის შესახებ წყვილს საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.