ჟურნალი OK! ნინო ნოდიასა და ნინო დარასელის მეგობრობის შესახებ გვიყვება და მათ ვრცელ ინტერვიუსაც გვთავაზობს:
"ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობა მეორე არხიდან დაიწყო. მე რომ ტელევიზიაში მივედი, ზუზუ უკვე სტაჟიანი მეორეარხელი იყო, გადაცემა „დუ შაში“ მიჰყავდა. ისიც კი მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა მისი სტუდია. სწორედ მაშინ გავიცანით ერთმანეთი და მალევე დავმეგობრდით კიდეც. ჩვენი დამეგობრების შემდეგ ჩვენი შვილები ერთ სკოლაში და ერთ კლასში აღმოჩნდნენ და ისინიც მაშინვე დამეგობრდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი მეგობრობა უკვე გენეტიკურად გრძელდება..." - იხსენებდა ნინო დარასელი.
"ზუსტად როდის დაიწყო ჩვენი მეგობრობა, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ჯერ დარსოს მამა, შემდეგ კი ნინოს ყოფილი მეუღლე, ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. როდესაც მე ტელევიზიაში ვმუშაობდი, ნინოს მამა, ზაზა დარასელი იყო ჩემი დირექტორი და მე მისგან ყოველთვის ვგრძნობდი თანადგომასა და მხარდაჭერას. შემდეგ კი, როდესაც მე და ნინო დავმეგობრდით, ჩვენი შვილებიც კლასელები აღმოჩნდნენ და ისინიც საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

მეგობრობა ჩემთვის, გარდა იმისა, რომ არის ბევრი ერთად გატარებული წელი და საერთო ემოციები, პირველ რიგში, ურთიერთობა და პატივისცემაა. მე ამას ყოველთვის ვგრძნობ ნინოსგან და იმედია, ისიც გრძნობს ჩემგან. ეს ურთიერთობა და პატივისცემა ორმხრივია. ჩვენ შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, მაგრამ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ამ ყველაფერზე წყნარად ვისაუბროთ, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ და არ მივაყენოთ ერთმანეთს ტკივილი და შეურაცხყოფა. მეგობრები იმიტომ არიან მეგობრები, რომ ერთმანეთის ჭირ-ვარამი გაიზიარონ. ერთმანეთის გვერდში იდგნენ ყველა სიტუაციაში. რაც მთავარია, ჩვენ სიყვარული უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს, რადგან სიყვარულია ის, რაც ამოძრავებს მეგობრობასაც და ყველანაირ ურთიერთობას სამყაროში", - ამბობდ ნინო ნოდია, რომელსაც საზოგადოება ზუზუს სახელით იცნობს.

ნინო დარასელი
ჟურნალისტი ნინო დარასელი იმ ცნობილი ქალების რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც შეძლეს, მყარი ოჯახიც შეექმნათ და წარმატებული კარიერაც ჰქონოდათ. ქალბატონი ნინო ყველაფერს იმით ხსნის, რომ სიყვარულით გაჟღენთილ ატმოსფეროში გაიზარდა: მამამისი ცნობილი ჟურნალისტი - ზაზა დარასელი გახლდათ, ხოლო დედა - რუსუდან კერვალიშვილი.
ნინო დარასელის ბავშვობა
"ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება და ხშირად ვფიქრობ: ადამიანი მანამ არის მართლა ბედნიერი, სანამ გვერდით ბებია და ბაბუა ჰყავს. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი სწორედ იმ დროს უკავშირდება, როდესაც დიდი ბებია, დიდი ბაბუა, პატარა ბებია და ბაბუა, დედა, დეიდა, მამა, ბიძა, მე და ჩემი დეიდაშვილი - გუკა ერთ სახლში ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ სამი ოთახი იყო, დისკომფორტი წამითაც არ მიგრძნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდ სიყვარულში გავიზარდე...გაგრძელება
წყარო: okmagazine.ge