ანა ნაცვლიშვილი ანა ნაცვლიშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ სამოდელო სფეროში თავის დამკვიდრებას სულ უფრო აქტიურად ცდილობს. ის ცოტა ხნის წინ დიზაინერ მაკა კვიციანის ბრენდის Dalood გადაღებაში გამოჩნდა. ანა ჟურნალ ELLE-ის უნგრული გამოცემისთვისაც გადაიღეს. სულ ცოტა ხნის წინ ის დედასთან ერთად ჟურნალ "სითის: ყდაზეც ვიხილეთ, მანამდე კი დის, თაკო ნაცვლიშვილის ბრენდის კამპანიაშიც მონაწილეობდა.
როგორც ცნობილია, ამჯერად ანა ტოკიოში ცხოვრობს და კარიერულ განვითარებას იქ აგრძელებს.



ანა ნაცვლიშვილის ოჯახი
ვატო ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილს 4 შვილი ჰყავთ. უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას გაჰყვა და ისიც კალათბურთელია. ამჟამად ის ამერიკაში ცხოვრობს. ყველაზე პატარა, ანდრია სკოლის მოსწავლეა, ანამ კი სკოლა წელს დაამთავრა და ახლა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის კამპანიებში. ანას მოდის სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
როგორც ირკვევა, ანა შეყვარებულია და მისი რჩეული ცნობილი ოფთალმოლოგის, გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის ვაჟი - სანდრო ჩიჩუაა. ანა და სანდრო გრძნობებს არ მალავენ და "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. თბილისის “მართვე” (1990-93), თბილისის “კაქტუსი” (1993-95), ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” (1995-96), თბილისის “ვითა” (1996-97), ბულგარეთის “ვარნა” (1997-98), თურქეთის “კარშიაკა” (1998), ესპანეთის “ლოს ბარიოსი” (1999), ისრაელის “ჰერცელია” (1999-2000), ბათუმის “ბასკო” (2000-01), პორტუგალიის “ოლივეირენშე” (2001-03), საფრანგეთის “დიჟონი” (2003-იდან), საქართველოს ნაკრების წევრი (1994 - 2007).
ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (2004), საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (2006), პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (2002, 03), პორტუგალიის თასის ორგზის (2002, 03) და სუპერთასის მფლობელი (2003), ბულგარეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1998), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1996, 97, 01). პორტუგალიისა (2002) და ბულგარეთის (1998) ჩემპიონატების საუკეთესო კალათბურთელი.