ყველაზე "ხანდაზმული" გამარჯვებული - "მის საფრანგეთი" 2025 34 წლის ქალი გახდა - Marao

ყველაზე "ხანდაზმული" გამარჯვებული - "მის საფრანგეთი" 2025 34 წლის ქალი გახდა

2024-12-23 15:27:45+04:00

ან­ჟე­ლი­კა ან­გარ­ნი-ფი­ლო­პო­ნი, 34 წლის ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი, საფ­რან­გე­თის კა­რი­ბის ზღვის კუნ­ძულ მარ­ტი­ნი­კა­დან გახ­და "მის საფ­რან­გე­თი 2024" ის კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე "ხან­დაზ­მუ­ლი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ფი­ლო­პო­ნიმ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა კონ­კურ­სში მას შემ­დეგ შეძ­ლო, რაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი შეც­ვა­ლეს.

„2011 წელს, 20 წლის ახალგაზრდა ქალმა Miss Martinique-ის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. დღეს სწორედ ეს ახალგაზრდა 34 წლის ქალი დგას თქვენს წინაშე რათა კიდევ ერთხელ წარმოედგინა მარტინიკა, მისი დიასპორა, ისევე როგორც ყველა ქალი, რომელსაც ერთ დღეს უთხრეს, რომ უკვე გვიანი იყო."

ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ოც­და­ათ­მა კან­დი­დატ­მა, მათ შო­რის ექი­მებ­მა და სტო­მა­ტო­ლო­გებ­მა. 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "მის საფ­რან­გე­თის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ნი­დერ­ლან­დებ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი გა­უქ­მდა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბას წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლებ­სა და მათ ის­ტო­რი­ებს და­უთ­მო­ბენ. 

missfrance

  • არგენტინაში ყველაზე ლამაზ ქალად 60 წლის ადვოკატი დასახელდა 
  • შანელის სახლის ქართველი მოდელები 
  • როგორ გამოიყურება 4 ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში: 2024 წლის "მის სამყაროს" კონკურსის შედეგები 

სილამაზის კონკურსი

შოუ, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მოდელები ან უბრალოდ ლამაზი გოგონები და ვაჟები. ღონისძიების ბოლოს ჟიურის შეფასებით საუკეთესო მონაწილე ვლინდება.

პირველი სილამაზის კონკურსი 1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიაში, ქალაქ სპაში, ჩატარდა. 350 კანდიდატიდან ფინალში მარტო 21 კონკურსანტი მოხვდა. ფინალისტებს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი ჟიური ”ათვალიერებდა”. გამარჯვებული გახდა 18 წლის ბერტა საუქრატი გვადელუპიდან, რომელმაც ჯილდოდ 5000 ფრანკი მიიღო.

პირველი სილამაზის კონკურსი

ეკატერინე თარხან-მოურავი მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. 1905 წელს პარიზში გამართულ ღონისძიებას მსოფლიოს სილამაზისა და ყვავილების დღესასწაულს უწოდებდნენ. კონკურსში არისტოკრატი გოგონები მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მეორე ადგილზე ავსტრიის პრინცესა გავიდა. გამარჯვების ნიშნად ეკატერინეს ბრილიანტისთვლებიანი გულსაბნევი გადასცეს.

ეკატერინეს ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ, მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ ემიგრაციაში აღარ წავიდა. დაჭერის მოლოდინში გაატარა მთელი ცხოვრება… ეკატერინე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.