”გრემის“ მოსაწვევი ერთი კვირის წინ მივიღე, სხვათა შორის, ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა მაყურებლისთვის, რადგან წინასწარ არ მიყვარს არაფრის დადება. იმდენად აჟიტირებული და გახარებული ვიყავი, მინდოდა, ჩემი გულშემატკივრებისთვისაც გამეზიარებინა. არც ნომინირებული ვარ და არც ვმღერი, სტუმრის სტატუსით ვიქნები…
ბულინგი და შემოტევები ჩემთვის სიახლე არ არის, უკვე ორი წელია, ამ ყველაფერს მყარად ვუძლებ. მართლა არ ვიფიქრებდი, რომ ქართველი ქართველს ოდესმე ასე გაიმეტებდა. შენი თანამემამულე ამხელა წარმატებას რომ აღწევს, როცა უცხოეთში ქართველი, ასეთი პატარა ერის წარმომადგენელი, წარმატებას აღწევს, ჩემი აზრით, როგორი პოლიტიკური შეხედულება და განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონდეს, თუ მართლა გიყვარს შენი ქვეყანა, ასე მოქცევა არ შეიძლება.
იცით, რატომ მიყვარს ამერიკა? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამის გამო არავინ არავის არ ბლოკავს. ამხელა ბოროტებით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს“, - თქვა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ "იმედის დღეში".
რა ხდება საქართველოში ახლა?
28 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, შედეგებმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ახალი არჩევნების „საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარების მოთხოვნით. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, ასევე უარი თქვა ევროკავშირის ნებისმიერ საბიუჯეტო გრანტებსა და სესხებზე.
კობახიძის განცხადებას მალევე მოჰყვა საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. აქციები დღემდე გრძელდება და მედია აქტიურად აშუქებს სპეცრაზმის მიერ პროტესტის მონაწილე ადამიანებზე ძალადობის, დარბევის, მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებს.
საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას და აქციების დარბევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობა დაგმეს სპორტსმენებმა, მუსიკოსებმა, მსახიობებმა... ზოგიერთი მათგანი აქციებში თავადაც იღებს მონაწილეობას.
2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა...გაგრძელება