TOP 5 ამბავი 2024 წლიდან: მნიშვნელოვანი მოვლენები კულტურის სფეროში - Marao

TOP 5 ამბავი 2024 წლიდან: მნიშვნელოვანი მოვლენები კულტურის სფეროში

2024-12-23 16:27:37+04:00

2024 მნიშვნელოვანი წელი იყო. მსოფლიო არა ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა ვიხილეთ და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველო ყოფილა:

  • პირველი ქართველი მოდელი Victoria’s Secret-ის შოუში

21 წლის მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც „ვიქტორია სეკრეტის“ შოუში მიიღო მონაწილეობა. „ვიქტორია სეკრეტი იყო მიზანი და არა ოცნება“, - ეს იყო პირველი გზავნილი, რომელიც ქართველმა მოდელმა, მატილდა გვარლიანმა შოუს კულისებიდან მსოფლიოს გაუგზავნა. 

„ვიქტორია სეკრეტის“ წლევანდელი შოუ ბევრი სიახლით გამოირჩეოდა.  19 წლის შემდეგ შოუზე გამოჩნდა ლეგენდარული ტაირა ბენქსი. ამ შოუში პირველად ვიხილეთ საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი. 6- წლიანი პაუზის შემდეგ კი ბრენდში დაბრუნდნენ ბრაზილიელი ანგელოზები: ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო. Victoria’s Secret-ის შოუ 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ნიუ-იორკში გაიმართა. მხოლოდ Youtube-ზე, ჩვენებას 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. 

  • "თავს სუპერგმირად ვგრძნობდი" - რა კადრებს აქვეყნებს მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუდან 

ჩვენთვის ეს შოუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატილდამ გახადა - მის გამოსვლას არამხოლოდ მოდის სფეროს წარმომადგენლები, არამედ მთელი საქართველო ელოდა. შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ კი მის შესახებ ბევრს წერდნენ. 

mathilda-victoria

  •  "აპრილი" ვენეციის ფესტივალზე

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.

  • ია სუხიტაშვილის კაბა, რომელიც განხილვის საგანი გახდა - როგორ წარდგა ქართველი მსახიობი ვენეციის კინოფესტივალზე 

გარდა იმისა, რომ ფილმის სათქმელი აქტუალური და მნიშვნელოვანია, ასევე საამაყოა ქართველი ვარსკვლავების გამოჩენა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზეც. სხვა უამრავ ცნობილ მსახიობთან ერთად გულშემატკივრებმა ია სუხიტაშვილი, მერაბ ნინიძე და კახა კიწურაშვილი დეა კულუმბეგაშვილთან ერთად 

  • ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე

2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ხატია ბუნიათიშვილმა ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბა მოირგო. გრძელი შავი კაბა გამორჩეულია განსაკუთრებით დიდი ზომის მხრებითა და შლეიფით, რომელიც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. ღონისძიებაზე ხატიამ Cartier-ის სადა, თუმცა ელეგანტური სამკაულიც მოირგო. . წლე­ბია, რაც ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბრენ­დის ამ­ბა­სა­დო­რია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის შექ­მნი­ლი კა­ბით პირ­ვე­ლად წარ­სდგა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე.

  • მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით ANOUKI-ს კაბით: რა ფოტოებს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალიდან 

buniatishvili

  • ნინი ბრეგვაძე ამერიკულ THE VOICE -ში

ამერიკულ The Voice-ში ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე წარდგა. ე.წ. ბრმა მოსმენაზე მან Everybody Loves An Outlaw-ის სიმღერა, სახელწოდებით I See Red შეასრულა. ნინის სიმღერისას მენტორების გუნდის ოთხივე წევრი სცენისაკენ შებრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომღერალი კონკურსის შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგით გადავიდა.

  • 120 კონკურსანტიდან 9 საუკეთესოში! "შენ იშვიათი ქართველი ხარ! ძალიან ლამაზად წარმოაჩენ შენს ქვეყანას" - როგორ აფასებენ ნინი ბრეგვაძეს მსოფლიოში და როგორი იყო მისი განვლილი გზა ამერიკულ წარმატებამდე 

ამერიკული The Voice შეერთებული შტატების სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური კონკურსია. 

bregvadze

  • დემნა გვასალიას fall/winter ჩვენება

დემნამ პარიზში 2024-2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა და აჩვენა ერთგვარი სატირული ხედვა კონსუმერიზმის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილია ტანსაცმელზე ჯერ კიდევ მიმაგრებული ტეგები, სხვა ტანსაცმლის ფენისგან შექმნილი ნაჭრები და eBay-ზე შეძენილი ნივთები... ჩვენებას ესწრებოდა „ინსტაგრამზე“ დემნა გვასალიას გვერდის, Demnagram-ის შემქმნელი და Balenciaga-ს თანამშრომელი საბა ბახია. 

  • სატირული ხედვა და ტანსაცმელზე ჯერ კიდევ მიმაგრებული ტეგები - დემნა გვასალიას Fall/Winter 2024-2025 ჩვენება, რომელმაც მოდის სამყარო აალაპარაკა 

5 რამ, რაც Balenciaga-ს შემოდგომა/ზამთრის 2024-2025 შოუდან უნდა გვახსოვდეს 

  • მოდელებს პოდიუმზე ეცვათ სამოსი, რომლებსაც ეტიკეტები ჰქონდა მიმაგრებული;
  • შოუ გაფორმებული იყო დიდი ზომის ეკრანებით, რომლებზეც იცვლებოდა ფონი ბუნებრივი პეიზაჟებით, დიდი ქალაქების კაშკაშა განათებით, ანარეკლებით რეალურიდან წარმოსახვამდე; 
  • "ეს კოლექცია არის მოგზაურობა ესთეტიკაში, რომელიც ასახავს ჩემს ევოლუციას მოდაში ბოლო ათი წლის განმავლობაში", - თქვა დემნამ. ამ ესთეტიკის უკეთ გადმოსაცემად მან არაერთ ხერხს მიმართა, მაგალითად, გამოიყენა 2000-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აქსესუარები. განსაკუთრებული იყო ფაქტი, რომ მოდელები ჩვენებაზე საღეჭი რეზინით გამოვიდნენ;
  • Balenciaga-ს გუნდმა eBay-ს გამოყენებით სტუმრებს განსაკუთრებული, სამახსოვრო საჩუქრები გაუკეთა, მათ შორის, ფაიფურის თოჯინები, ვერცხლის თეფშები და სასანთლეები, ვინტაჟური საყურეები, Vogue-ის იშვიათი გამოცემები, შუშის დეკორატიული ცხოველები, შარფები და სხვ. 
  • ამ ჩვენებაზე გამორჩეული იყო ჩვენების წინა რიგიც, სადაც კიმ კარდაშიანი, სერენა უილიამსი, ვიქტორია სეკრეტი, იზაბელ ჰუპერტი, ევა ჰერციგოვა, ეშლი გრეჰემი, სტელა მაქსველი და ჯოან სმოლსი ისხდნენ.