5 გამორჩეული ქალი იტალიის ისტორიაში - Marao

5 გამორჩეული ქალი იტალიის ისტორიაში

2024-12-24 14:39:23+04:00

განსხვავებული აზრი ჩნდება საზოგადოებაში ცვლილებებისთვისა და დადებითი გავლენის მოხდენისთვის. ამას ქალები მთელს მსოფლიოში ყოველდღე აკეთებენ, მიუხედავად მათი სამუშაო ტიტულისა თუ პოზიციისა.

  • "რკინის ჟურნალისტი" დიქტატურის წინააღმდეგ - ორიანა ფალაჩის ისტორია 
  • 10 გამორჩეული ქალი პრეზიდენტი მსოფლიო ისტორიაში 
  • 2024 წლის TOP 10 ყველაზე ლამაზი ქალი 

ორიანა ფალაჩი

oriana

ორიანა ფალაჩი იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ფალაჩი იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფალაჩის სტატიები და ინტერვიუები მსოფლიო ლიდერებთან – ინდირა განდისთან, ჰენრი კისინჯერთან, გოლდა მეირთან თუ სხვებთან – სიმძაფრითა და შეუპოვრობითაა ცნობილი. ფალაჩის ზოგიერთ მოსაზრებას, მათ შორის, ისლამისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას, 2000-იანების დასაწყისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.  

კეტი ლა როკა

ketty

იტალიელი ფოტოგრაფი 1960-70-იან წლებში.  ლა როკას ხელოვნება მოიცავს ვიზუალურ პოეზიას, ვიზუალურ ხელოვნებას და პერფორმანსს. ლა როკა გარდაიცვალა თავის ტვინის კიბოთი 1976 წელს, 37 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ ლა როკას ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. რამდენიმე რეტროსპექტივა მოეწყო იტალიაში , ევროპასა და შეერთებულ შტატებში , საჯარო და კერძო სივრცეებში.

ბიანკა პუჩიარელი (ტომაზო ბინგა)

bianca

იტალიელი მხატვარი და მწერალი.

 ის ცხოვრობს რომში, სადაც 1970 წლიდან აგრძელებს თავის დაუღალავ საქმიანობას ავანგარდული ღონისძიებების ორგანიზებით სპექტაკლებით, კოლაჟებით, ვიდეო და ბგერითი პოეზიის ნაწარმოებებით და მხატვრობით.

ჯიანა ნანინი

gianna

 Rockstar, კერპი, იტალიელი კომპოზიტორი, დედა მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ქალი. ის, ვინც მხარს უჭერდა აბორტის უფლებას და ახალისებდა ქალებს, ყოფილიყვნენ თავისუფლები, ჰყვარებოდათ თავისუფლად და აერჩიათ საკუთარი თავი.

 

ალდა მერინი 

alda

იტალიელი პოეტი. მერინის წერის სტილი აღწერილია, როგორც ინტენსიური, ვნებიანი და მისტიური. მისი ზოგიერთი დრამატული ლექსი ეხება მწერლის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში გატარებულ დროს. (1964 წლიდან 1970 წლამდე). "უვარგისის დღიური" (L'altra verità. Diario di una diversa) მის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.