ქართული საახალწლო სუფრის TOP 5 მთავარი კერძი - Marao

ქართული საახალწლო სუფრის TOP 5 მთავარი კერძი

2024-12-24 16:25:43+04:00

ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებული მოვლენაა ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც. საახალწლო სუფრა კი ის უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა, რომელიც ამ დღესასწაულს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. საახალწლო სუფრა საქართველოს კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ოჯახური შეკრებების და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა.

ნიგვზიანი ბადრიჯანი

badrijani

ნიგვზიანი ბადრიჯანი ძირითადად ორი ინგრედიენტით კეთდება - ბადრიჯნითა და ნიგვზით, მაგრამ მთავარი საიდუმლო იმ პატარ-პატარა სანელებლებსა და მეთოდებშია, რომლებსაც დიასახლისები თუ პროფესიონალი  მზარეულები იყენებენ. 

  • საახალწლო სუფრის დედოფალი: ნიგვზიანი ბადრიჯნის საუკეთესო რეცეპტი! 

ბადრიჯანი სალათის კატეგორიაში გადის და ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, იმერული სამზარეულოს „მონაპოვარია“, თუმცა დღეს მას ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ.

საცივი

sacivi

  • საცივი - ტრადიციული და მადისაღმძვრელი რეცეპტი 

მიუხედავად იმისა, რომ საცივს სრულიად საქართველო ამზადებს, ქართული კულინარიის პირველ წიგნში ბარბარე ჯორჯაძემ საცივი გურული საცივის სახელით შეიტანა და ამ სახით შემოგვინახა. საცივის ამ რეცეპტში, დღევანდელთან შედარებით, ნაკლებია ნიგოზი და ბევრია ძმარი. 

შემწვარი გოჭი

gochi

გოჭი შეიძლება შეიწვას, როგორც ღუმელში, ასევე ნაკვერჩხალზე, შამფურზე წამოცმული. 

ხაჭაპური

khachapuri

ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან. არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული, თუშური. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. 

  • რა არ უნდა იდოს 2025 წლის საახალწლო სუფრაზე: ასტროლოგის რჩევები 

ღომი

gomi

ღომი სამეგრელოს ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული კერძია. მის გარეშე წარმოუდგენელია მეგრული ხარჩო, კუპატი, ჯურჯანი, მას დასავლეთ საქართველოში შემწვარ თევზთან, ხორციან კერძებთან, რძის პროდუქტებთან და ლობიოსთან ერთად მიირთმევენ.