ფრანგულ გადაცემაში შესრულებული "ალილო" - ხატია ბუნიათიშვილი ვიდეოს გვიზიარებს - Marao

ფრანგულ გადაცემაში შესრულებული "ალილო" - ხატია ბუნიათიშვილი ვიდეოს გვიზიარებს

2024-12-25 10:23:15+04:00

საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა პი­ა­ნის­ტმა და ვირ­ტუ­ოზ­მა ვარ­სკვლავ­მა ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა ფრან­გულ გა­და­ცე­მა­ში კა­ხი­ძის „შო­ბის გა­ლო­ბა“, იგი­ვე „ალი­ლო“შე­ას­რუ­ლა.

პიანისტი ვიდეოს სოციალურ ქსელში გვიზიარებს და შობა-ახალ წელს გვილოცავს.

„Have yourself a merry little Christmas“, – წერს ხატია ბუნიათიშვილი.

ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.

  • ვიდეო: როგორ ემზადება ხატია ბუნიათიშვილი კონცერტისთვის 
  • "სახლი იქ არის, სადაც შენ ხარ" - ხატია ბუნიათიშვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს 
  • "ხატია ბუნიათიშვილი კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავია" - რას წერს უცხოური პრესა ქართველი პიანისტის შესახებ 

 2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.

1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.

გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.