„ხორუმი ეროვნული სიმბოლო და ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ძალიან მესიამოვნა, რომ მოსახლეობა ჩადგა ამ ხაზში და წავიდნენ ხორუმის სვლით“, – ამის შესახებ ანსამბლ „სუხიშვილების“ გენერალურმა დირექტორმა ნინოს სუხიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 21 დეკემბერს მოცეკვავეების მარშს, რა დროსაც ისინი ხორუმის ცეკვით პარლამენტისკენ წავიდნენ.
„ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ხორუმი ხომ ეროვნული სიმბოლო და ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ილიკო სუხიშვილმა ძეგლი დაიდგა ამ ცეკვის შექმნით, მისი ილეთი ყველა ქართველმა იცის და სწორედ ამიტომ, ყველა ჩაება ამ ცეკვაში, მოცეკვავე იყო თუ არა. ეს ცეკვა იყო სიმბოლური და ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტი ამ მძიმე დღეებში. ძალიან მესიამოვნა, რომ მოსახლეობა ჩადგა ამ ხაზში და წავიდნენ ხორუმის სვლით
ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება, მათ არ უნდათ საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციონ, არ შეიძლება ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს. რაც საქართველოში ხდება დიდი გულისტკივილია. არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს ჩემი ხალხი.
ხალხს და მითუმეტეს ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყვიან და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. უნდა გაიგონ მათი სათქმელი, მოუსმინონ და დამთავრდეს.
არ შეიძლება სამოქალაქო ომამდე მივიდეთ. მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავბნელი რუსეთისკენ.
რატომაა დღეს საზოგადოება გახლეჩილი, სწორედ მთავრობაა დამნაშავე ამაში. ეს ახალგაზრდები მთელი ღამეები დგანან ქუჩაში, 100 ათასობით ადამიანი, რომელიც არ დანებდება და გაგრძელდება, და უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მჯერა, რომ თავის სათქმელს იტყვიან და მიზანს მიაღწევენ.
არ შეიძლება ასე უმოწყალოდ მოექცე შენს თანამემამულეს. რაც საქართველოში ხდება დიდი გულისტკივილია. არ მინდ ჩემი ქვეყანა დაბნელდეს, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი გახდეს ჩემი ხალხი.
ხალხს და მითუმეტეს ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყვიან და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. უნდა გაიგონ მათი სათქმელი, მოუსმინონ და დამთავრდეს. არ შეიძლება სამოქალაქო ომამდე მივიდეთ. მე თავს ვთვლი პატრიოტად, მთელი ცხოვრება ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და მინდა ჩემს ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდეს გეზი და არა შავბნელი რუსეთისკენ.
მინდა, გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს მდგომარეობას: ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ“, - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
რას საქმიანობს ნინო სუხიშვილი, ამას ბევრი განმარტება არ სჭირდება - ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია.
ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";
მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".