5 ვარსკვლავი - 5 ნაძვის ხე: ცნობილი ქართველების გამორჩეული საახალწლო სამზადისი - Marao

5 ვარსკვლავი - 5 ნაძვის ხე: ცნობილი ქართველების გამორჩეული საახალწლო სამზადისი

2024-12-25 16:47:16+04:00

მიიჩნევა, რომ გერმანიაა ის ადგილი, სადაც ნაძვის ხის ტრადიცია დაიწყო იმ ფორმით, როგორსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ. ეს XVI საუკუნეში მოხდა, როცა ქრისტიანებმა სახლში მორთული ხეების დადგმა დაიწყეს. ზოგიერთი მათგანი საშობაოდ ხეებისგან პირამიდას აწყობდა და მათ მარადმწვანე ტოტებით და სანთლებით რთავდა.

საახალწლო განწყობაც ნელ-ნელა საქართველოშიც იზრდება. ზოგმა ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დადგა ნაძვის ხე, ზოგიერთები კი დეკემბრის დადგომას ელოდნენ და მორთეს სახლი საახალწლოდ.

  • დაათვალიერეთ კენდალ ჯენერის მდიდრული სახლის საახალწლო დეკორაცია 
  • ულამაზესი ნაძვის ხე და პირველ ახალი წელი დედის ამპლუაში - საახალწლო განწყობა თაკო საზინას ოჯახში 
  • როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2025 წელს 

ვინ რო­გორ მორ­თო სა­ა­ხალ­წლო კუ­თხე და ვინ რო­გორ იქ­მნის სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას. გთა­ვა­ზობთ ცნო­ბი­ლე­ბის სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე­ე­ბის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან.

რუსკა მაყაშვილი 

რუსკა მაყაშვილმა საახალწლოდ არამხოლოდ ნაძვის ხე, არამედ მთელი სახლი მორთო. სადღესასწაულო განწყობა მის სახლში ყველაზე მკვეთრად იგრძნობა. დეკორაციები და აქსესუარები გამორჩეული დიზაინით - ნაძვის ხე კი ფერადი ნათურებით - რუსკა მაყაშვილის სახლში ნამდვილი ახალი წელია! 

ილია თოფურია

ილია თოფურიას ოჯახში ნამდვილად იგრძნობა საახალწლო განწყობა. მან და მისმა მეუღლემ ნაძვის ხე ადრიანად მორთეს - თავზე დიდი ვარსკვლავითა და ფერადი სათამაშოებით გაფორმებული დეკორაცია კი გარემოს უფრო მყუდროსა და სასიამოვნოს ხდის. ჯორჯინამ და ილიამ ნაძვის ხის წინ პატარა ქალიშვილთან ერთადაც გადაიღეს სამახსოვრო კადრები, 

topuria

topuria

ქეთი ჟღენტი

ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას ოჯახში ყოველ წელს დიდი და ფერადი ნაძვის ხე ერთვება. როგორც ჩანს, ამ რთულ, მაგრამ სასიამოვნო დავალებას ქეთი საკუთარ თავზე იღებს. ქეთის ნაძვის ხე წელს წერტილოვანი განათებითა და ფერადი, თუმცა სადა სათამაშოებითაა გაფორმებული. 

jgenti

jgenti

თაკო საზინა

თაკო საზინა წელს პირველად ხვდება ახალ წელს დედის ამპლუაში. მან საახალწლოდ ნაძვის ხე პატარა ქალიშვილთან, მატილდასთან ერთად მორთო. მკვეთრი განათება და მინიმალური დეკორაციები თაკოს სახლს კიდევ უფრო მყუდროს ხდის. 

ანი ჩხეიძე

ანი ჩხეიძისა და ირაკლი ფიფიას ოჯახში წელს განსაკუთრებული ნაძვის ხეა - წყვილმა შვილებთან ერთად ნაძვის სადას, თუმცა მკვეთრი განათებებით მორთო.