ჟაკლინ კენედი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც პირველი ლედი და კეთილი ქალბატონი, არამედ როგორც მოღალატე ქმრის მსხვერპლიც. შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის გარდაცვალების შემდეგ ხალხმა ის თითქმის წმინდანად შერაცხა, რომელიც ჟაკლინისგან სიყვარულს მოკლებული იყო, თუმცა იყო თუ არა სიყვარული ქორწინებაში, რომელიც წლების განმავლობაში ბევრისთვის სამაგალითო ჩანდა, ჯერ კიდევ უცნობია.
1963 წლის 22 ნოემბერს პრეზიდენტი მოკლეს. იმ დღეს ჯეკი ქმრის გვერდით მანქანაში იჯდა, ეცვა შანელის ვარდისფერი კოსტიუმი, რომელიც სისხლით იყო მოთხვრილი. სანამ შავი არ ჩაიცვა, არ გაუხდია სამოსი. ”დაე, ყველამ ნახოს, რაც ჩაიდინეს”, - ამბობდა იგი. მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. ჯეკის თავი მტკიცედ და ღირსეულად ეჭირა.
მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბევრი მიიჩნევდა, რომ იგი ქვრივად უნდა დარჩენილიყო და ჯონ კენედის ხსოვნისთვის პატივი ეცა, მაგრამ თავად ჯეკი არ ფიქრობდა ასე. იგი მიჩვეული იყო ხელგაშლილ ცხოვრებას, მამამთილიც აღარ ანაღდებდა მის ანგარიშებს, ამიტომაც ჯეკიმ თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე მდიდარი კაცი ამოარჩია. ეს არისტოტელე ონასისი გახლდათ, ბერძენი მაგნატი, გემების მფლობელი მულტიმილიონერი, რომელსაც აკვიატებად ექცა ამერიკის ყოფილი პირველი ლედის ქმრობა.
არისტოტელე ონასისს, ბიზნესმენს სულით ხორცამდე, მშვენივრად ესმოდა, რამდენად ხელსაყრელი იყო მისთვის კენედის ქვრივთან ქორწინება. ამასთან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ონასისს სერიოზული რომანი ჰქონდა განთქმულ ოპერის მომღერალ, ბერძენ მარია კალასთან.
როცა ცნობილი გახდა მათი შეუღლების ამბავი, ყველა გაოგნდა. ამერიკა აღშფოთებული იყო. ჟურნალ-გაზეთებში არ წყდებოდა სტატიები სათაურებით: ”ჯეკი, ეს რა გააკეთეთ?” ”ჯონ კენედი მეორედ მოკვდა”, ”ეს შეუფერებელი წყვილია” და ამისთანები, მაგრამ ჯეკის საზოგადოების აზრი არ აინტერესებდა.
"დამიჯერე, ეს სუფთა საქმიანი ქორწინებაა, მე ჯეკი მჭირდება, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები მხოლოდ შენ"–უხსნიდა ონასისი კალასს. მაგრამ კალასს ესმოდა, რომ სამწუხაროდ ეს მხოლოდ სიტყვები იყო, რომ არი სულ უფრო და უფრო შორდებოდა მას. ონასსმა დატოვა ჯეკი თავის კუნძულ სკორპიოსზე, მარიასთან გაფრინდა პატიების სათხოვნელად. იგი თავს იმართლებდა, რომ ჯეკისთან ქორწინებამდე 20 წელი ვერ გადიოდა ამერიკულ ბაზარზე საგადასახადო ინსპექციასთან კონფლიქტის გამო. "უფრო მეტსაც გეტყვი-განაგრძობდა არი-ჯეკისაც არ ვუყვარვარ, იგი უბრალოდ ოცნებობდა, ქმრის მკვლელობის შემდეგ ამერიკიდან წასულიყო". უძღვნიდა უამრავ ყვავილს, იმუქრებოდა თავის მოკვლით...და კალასიც მოეშვა, დეპრესიამ უკან დაიხია.
1970 წლის მაისში, ონასისი კალასთან ერთად პარიზის რესტორანში გამოჩნდა.
1975 წლის 15 მარტს არისტოტელე ონასისი გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ქონების უმეტესი ნაწილი მის ქალიშვილ ქრისტინას გადაეცა, დანარჩენი კი - გარდაცვლილი შვილის ფონდს. თუმცა მარიამ ჟაკლინის მსგავსად ვერაფერი მიიღო. სასამართლო დავის თავიდან აცილების მიზნით, ქრისტინამ დედინაცვალს ოცდაექვსი მილიონი დოლარი გადაუხადა იმ პირობით, რომ გაწყვეტდა ყოველგვარი კონტაქტი მათ ოჯახთან.
კალასი არ მისულა საყვარელი ადამიანის დაკრძალვაზე, ცოტა მოგვიანებით უთხრა ჟურნალისტებს: ”და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა - ორი ცოლი ერთმანეთის გვერდით?”