ცნობილი ოჯახი, პოლიტიკოსი ყოფილი ქმარი და სერიალით მოსული პოპულარობა - მარიშკა ჯავახაძე - Marao

ცნობილი ოჯახი, პოლიტიკოსი ყოფილი ქმარი და სერიალით მოსული პოპულარობა - მარიშკა ჯავახაძის პორტრეტი

2024-12-26 15:43:23+04:00

რამდენიმე წლის წინ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ახალი პერსონაჟი, ბარბარე მანტკავა გამოჩნდა. მაშინ ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და თუ ვინ იყო ეს ულა­მა­ზე­სი მსა­ხი­ო­ბი. ბარბარეს როლს მა­რიშ­კა ჯა­ვა­ძე ასრულებდა.  მა­რიშ­კა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი რეხ­ვი­აშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და გივი თარ­გა­მა­ძის ნათ­ლუ­ლია. გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს მა­რიშ­კა ჯა­ვა­ხა­ძეს­თან.

ოჯახი

მარიშკა ცნობილი მწერლების ოჯახშია დაბადებული - მისი პაპა ვახტანგ ჯავახაძეა, ხოლო მისი მამა - თანამედროვე მწერლების თაობის აქტიური წარმომადგენელი ირაკლი ჯავახაძე.

სერიალი

მოგვიანებით მარიშკას სერიალის დატოვება მოუწია, რასაც ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირებდა. 

"ადამიანებს ძალიან უყვართ რაღაცების გამუქება. ეს ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის გამო იყო. არც ორსულად ვარ და არც ვინმეს აუკრძალავს ჩემთვის სერიალში მონაწილეობა.

marishka

ხუთშაბათს მქონდა გადაღება, ოთხშაბათს კი კიბეებზე დავგორდი. შესაბამისად, ჩემს რეაბილიტაციას დრო სჭირდებოდა, ამიტომ ვერ გავაგრძელებდი თამაშს გარკვეული პერიოდი. პასუხისმგებლობა კი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ჩემი მიზეზით სერიალი დაზარალებულიყო.

ყველამ, ვინც შექმნა სერიალი, მომცა შანსი, რომ ეს ეპიზოდი ყოფილიყო ფოიერვერკი ჩემს ცხოვრებაში. მე კი ვერასდროს ვეტყოდი მათ, დამელოდეთ-მეთქი. ამიტომ დავურეკე ქეთი დევდარიანს და ვუთხარი, რომ უნდა შეცვლილიყო ჩემი როლის შემსრულებელი“,- ამბობდა ინტერვიუში მარიშკა ჯავახაძე.

marishka

  • "ბარბარიკას", "ენდი ნარსიას" და "დოჩის" სახალისო ტრიო 
  • "ჩემი და ნოეს ურთიერთობა დამთავრდა" - მარიშკა ჯავახაძე ნოე სულაბერიძესთან რომანზე ალაპარაკდა 
  • "ჩემი მეგობარი ძალიან იეჭვიანებს, ამას რომ წაიკითხავს, ამიტომ აქედან მივმართავ..." - მარიშკა ჯავახაძის სხვა მხარე 

პირადი ცხოვრება

მარიშკას ყოფილი მეუღლე ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი რეხ­ვი­აშ­ვილ­ია. მას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა  2004 წლის 14 იანვრიდან 1 ივნისამდე ეკავა. 

marishka

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1998 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდროუ ვილსონის სახელობის საერთაშორისო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სასწავლებელი. 2000-2004 წლებში იყო ბუდაპეშტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმების ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერი.