"გუშინ სანდრო ელოშვილმა მითხრა, მოდი მოდი ფოტო გადავიღოთ და დავდებო, ბათუმში გადავიკვეთეთ. დღეს სანდროს გამომწერები აკლდება და აკლდება.
სანდროს ახალი გეგმა აქვს: ახლა წავშლი ფოტოს და ისევ მომემატება გამომწერებიო. ჩემ გამო სანდროს ნუ "გააუბედურებთ", იცოდეთ, სანდროსაც ვძულვარ, მე - მიყვარხართ.
ეს ფოტო მომწონს, ბებოს კვალობაზე (გუშინ მიწოდეს ბებო), კარგად გამოვიყურები", - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე.
სანდრო ელოშვილს სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის საკმაოდ აქტიურია და პოლიტიკური თუ სოციალური პროცესების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ხშირად აქვეყნებს, რასაც ბევრი იზიარებს ხოლმე.
სანდრო ელოშვილი არის რეჟისორი, 2011 წლიდან თანამშრომლობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრთან, პარალელურად განახორციელა დადგმები ახალციხის, გორის და ზესტაფონის თეატრებში. 2022–2023 წლებში იყო ქართული სერიალის „სიყვარულს მიღმა“ რეჟისორი.
ეს ფოტო სანდრო ელოშვილმა წარწერით - "წინ ევროპისკენ" გამოაქვეყნა. სწორედ ამ ფოტოზე საუბრობს ნანიკო ხაზარაძე საკუთარ პოსტში.
ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში.
ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა განქორწინებით.
განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.
ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.
მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.
"26 ოქტომბერი - ჩემი დაბადების დღე - 52. ემოციურად რთული წელი მქონდა, ვერ გაგაკვირვებთ, ვიცი. განსაკუთრებულად მძიმე იყო ბოლო დღეები…შურიანი, ბოღმა, დებილი, ბოროტი, ნაცი, ქოცი, უტვინო, არარაობა, რა აღარ წავიკითხე ჩემს თავზე. ზიზღის მორევში ვარ...გაგრძელება