„მაგიდაზე უნდა გვქონდეს ორი ფიგურა, რასაკვირველია, ერთი გველის, როგორც მომავალი წლის მთავარი მასპინძელი და სიმბოლოა, მაგრამ 29 იანვრამდე მას თანამასპინძელი ჰყავს და ეს გახლავთ დრაკონი.
ამიტომ, დრაკონი რომ არ გავანაწყენოთ და კუდი არ მოგვიქნიოს, მისი სიმბოლოც უნდა გვქონდეს. 29 იანვრამდე ეს ორი სიმბოლო უნდა გვქონდეს, მერე კი დარჩება მხოლოდ გველის. ორივე ფიგურას წინ ძღვენი უნდა დავუდოთ, დრაკონს პატარა ნაჭერი ხორცისა, ხოლო გველს ცოტა რაოდენობით რძის ნაწარმი ან რძე, ამით ჩვენ მათ უკვე პატივს მივაგებთ და კეთილგანწყობას დავიმსახურებთ.
გარდა ამისა, რადგან აღვნიშნეთ, რომ ხის სტიქიის წელიწადია, ხეს აძლიერებს და მის ზრდას ხელს უწყობს წყალი, ამიტომ ეს ორი სტიქია, უმთავრესია, რაც გვაძლევს ფერებს", - ამის შესახებ ცნობილმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა.
ცაგარელმა აღნიშნა ისიც, რომ ამ ახალ წელს კარგი იქნება რამდენიმე რიტუალის შესრულება.
რა რიტუალები უნდა შევასრულოთ 31 დეკემბრის ღამეს?
"ფინანსური რიტუალისთვის: რადგან წლის ძირითადი რიცხვი არის 9, მაგრამ მისი შემადგენელი არის 3-იანი, ამიტომ, ვისაც რისი საშუალება აქვს – 9 ან 3 ცალი 1 ლარიანი მონეტა მაგიდაზე დადეთ, ერთ გვერდზე დაუდგით ჭიქა წყალი, ხოლო მეორე მხარეს, რაიმე ხის ნაკეთობა, ნებისმიერი ხის ნაკეთობა, თუ გნებავთ ხის კოვზი იყოს.
თუ 9 ცალი მონეტა გექნებათ, ამდენივე სურვილს ჩაუთქვამთ, თუ 3, შესაბამისად 3 სურვილს, რა გინდათ, რომ მომავალ წელს ფინანსური კუთხით მოხდეს. ამ ყველაფერს გვერდით დილამდე დატოვებთ, დილით კი მონეტებს აიღებთ და 15 ივნისამდე ან ყულაბაში ჩადებთ, ან საფულეში. 15 ივნისიდან კი შეგიძლიათ ამოიღოთ და დახარჯოთ", - თქვა ცაგარელმა.
ასტროლოგი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ახალ წელს სამი მნიშვნელოვანი ატრიბუტი აქვს.
3 მნიშვნელოვანი ატრიბუტი ახალი წლის სუფრისთვის
"აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 3 ატრიბუტიც, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს უნდა იყოს: ბროწეულის, მანდარინისა და ლიმონის ხის ტოტები. ხელოვნურიც რომ იყოს, მისაღებია თუ ჩანს ტოტები, ზედ მანდარინები. ეს არის აღმოსავლეთში ხვავის, ბარაქის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის სიმბოლოები, რომელიც გნებავთ ნაძვის ხესთან, გნებავთ მაგიდასთან ახლოს უნდა იყოს, როგორც მნიშვნელოვანი რიტუალური ფაქტორი."
2025 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყება. ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები, როგორიცაა მარსის რეტროგრადული პერიოდი და სატურნის პოზიცია დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე წლის დასაწყისიდან.
იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები
ეს გულწრფელი და სერიოზული ნიშანი იანვარში იღბლის მწვერვალზეა. გამძლეობის, მიზანდასახულობისა და მიზანმიმართულობის თემები მნიშვნელოვნად იმოქმედებს მათ მოგზაურობაზე. ეს გამოიწვევს კარიერულ წინსვლას და ბედნიერებას მათ პირად ცხოვრებაშიც კი.
ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის ჯანმრთელობა და ფინანსები, იქნება სრულყოფილი და სტაბილური...გაგრძელება