სალომე კორკოტაშვილი მეორე შვილის დედა გახდა, მას გოგონა შეეძინა: "შობის ყველაზე ლამაზი საჩუქარი", - დაწერა მან.
მომღერალი სალომე კორკოტაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილია. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ლისის ტბაზე გაიცნო და ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ ოჯახი გაიპარნენ და ოჯახიც შექმნეს. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ წყვილი დაშორდა. წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავს.
„ჩემი შვილი ზუკა 14 წლისაა. ძალიან მაღალია, წვერი აქვს, დიდს ჰგავს. ქუჩაში გვეუბნებიან, რა საყვარელი და-ძმა ხართო, ხან ბავშვებს გვეძახიან. ძალიან მეგობრული და მშვიდი დედა ვარ. თუ დაიჯერებთ, მე და ზუკას არ გვიკამათია, ხმამაღლა არაფერი გვითქვამს, იმდენად მარტივად გვესმის ერთმანეთის. მშვიდად ვუხსნი ხოლმე. უკარგესი ბავშვი და ძალიან საყვარელია. მიყვარხარ, ზუკა…“ - ამბობდა ის.
ჩვენს რეალობაში სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. საერთოდ თბილისი ძალიან დეპრესიული ქალაქი მგონია, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მოიკლა თავი. ისიც საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი ფანჯრის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი როგორ მოკლეს. ამ მოვლენების გამო ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი.
მუსიკის არაერთ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, არაფერი გამოგივა, რატომ წვალობო. სწორედ ამ ადამიანებს ვუგზავნი ხოლმე ჩემი წარმატების ამსახველ ფოტოებს და ვწერ: “გთხოვთ, სხვებს ნუღარ დააკომპლექსებთ”...გაგრძელება
„ჰენდრიქსი, მორისონი, ტომ იორკი... იორკი ძალიან მიყვარს და სულ ვუბრუნდები. მშობლებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში, მაგარ მუსიკას უსმენენ, ჯაზს, ბლუზს. დისკები და SD ფლეიერები გვქონდა, აგროვებდნენ... ბავშვობიდან ვუკრავდი ფორტეპიანოზე, ძალიან მომწონდა, მოცარტის სონატებს როცა ვუკრავდი, მამშვიდებდა, მაწყნარებდა.”
„ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, სულ ბოლო ადგილზე გავდივარ. არ გამომდის ეს კონკურსები, არ არის ჩემი ეს დაძაბულობა. მუსიკა ძალიან მრავალმხრივია, შეგიძლია სულ შენი ვერსიები გქონდეს.”
„გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში „პაპარაცის“ პერიოდი იყო. დილიდან ვდგებოდი, გავდიოდი, ვმღეროდი. ბევრი ადამიანი გავიცანი, სკოლებში დავდიოდი. ნოსტალგიურად მახსენდება, ძალიან კარგად ვერთობოდით. მერე სალიოს პროექტიც ძალიან საინტერესო იყო. ახლა ახალი სიმღერები მაქვს, სხვადასხვა პროდიუსერთან ვთანამშრომლობ, ეს ამპლუა მეც მოვირგე და ძალიან საინტერესოა.”
„ახლა ყველაზე ძალიან ვისურვებდი სცენაზე გამოსვლას კენდრიკ ლამართან ერთად. ძალიან მიყვარს. როცა ცუდად ვარ, სულ ვუსმენ და მივყვები მის ტექსტებს. მასთან კოლაბორაცია ძალიან მაგარი იქნებოდა.”
„უცნობი ფაქტი ჩემ შესახებ ისაა, რომ როცა დავიწყეთ რემონტი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაგარი ხელოსანი ვარ. სალომე შპალერაშვილი… მართლა. ისე ვერთობი. თან, მუსიკა გვაქვს ჩართული მთელ ხმაზე და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ერთგვარი მედიტაცია ყოფილა, აგლეჯა, დალეწვა და ღებვა, ყველაფერი ერთად… ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგარი გამოცდილებაა და კარგია.“