2024 წელი „პალიტრა L“-ისთვის ნამდვილად გამორჩეული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული გამოწვევების და მძიმე მდგომარეობისა ,,პალიტრა L“ მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა, ახალი შესაძლებლობები და საინტერესო პროექტების შეეთავაზებინა მკითხველისთვის.
წლის განმავლობაში პალიტრა L-მა 250-მდე ახალი წიგნი გამოსცა, მათ შორის 25 ქართველი ავტორის ნამუშევარი, 100-ზე მეტი თანამედროვე უცხოელი მწერლის ნაწარმოები, 80-ზე მეტი საბავშვო წიგნი, რომლებიც პატარა მკითხველებისთვის ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ლურჯი ოკეანის“ სერია, რომელსაც 2024 წელს 16 ახალი გამოცემა შეემატა.
მოდით, ერთად გადავხედოთ „პალიტრა L“-ის 2024 წლის მთავარ მიღწევებს და გავიხსენოთ ის მომენტები, რომლებმაც პალიტრა L-ის გუნდი კიდევ უფრო გააძლიერა და წაახალისა, რომ რთულ გარემოებაშიც ღირსეულად გაეგრძელებინა საქმე.
ლიტერატურის უზარმაზარ სამყაროში არსებობს წიგნები, რომლებიც სცილდება დროს და ეპოქას, ხოლო მათი ზეგავლენა თაობებზე მუდმივად ძლიერია. პალიტრა L-მა 2024 წელს წამოიწყო ახალი სერია: "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ". ეს სერია აგრძელებს გამომცემლობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", რომელიც თაობების ლიტერატურულ საგანძურად იქცა.ახალი სერია მიზნად ისახავს მკითხველისთვის შეუცვლელი წიგნების გამოცემას და მათ ერთ სივრცეში გაერთიანებას. პალიტრა L-მა ლიტერატურული საგანძურის აღმოჩენა და აღორძინება კვლავაც პრიორიტეტად დაისახა. ამ სერიის ფარგლებში უკვე გამოიცა 12 წიგნი, რომლებიც მკითხველისთვის ხელმისაწვდომია და მათი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
2024 წელი მნიშვნელოვანი თარიღითაც აღინიშნა: 1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი გავიდა. პალიტრა L-მა როსტომ ჩხეიძის წიგნი “შავი ჩოხა” გამოსცა - უნიკალური თხრობის სტილით გამორჩეული ქრონიკა აჯანყების ისტორიას წარმოგვიდგენს, რომელიც ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.
ქართული ლიტერატურის გამორჩეული მოღვაწის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედება პალიტრა L-ის 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი შემაჯამებელი პროექტი გახდა. დაიგეგმა ჭაბუას ხუთტომეულის გამოცემა, რომელშიც შესულია ისეთი შედევრები, როგორიცაა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - „დათა თუთაშხია“, „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“, ასევე „ფრაგმენტები“ – ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან. ეს სერია ნამდვილი საგანძურია ყველა თაობის მკითხველისთვის.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული წიგნების სერია "ნამდვილი ამბების თარო" 2024 წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მკითხველებს შეეძლოთ გასცნობოდნენ მარო წერეთლის დღიურს, ლადო სულაბერიძის "ცხადსიზმარიანას" და ბერნარდ ევარისტოს "მანიფესტს". თითოეული ეს წიგნი მკითხველს რეალური ისტორიების უნიკალური სამყაროს კარს უხსნის, სადაც ისინი შთამაგონებელი და ისტორიული მნიშვნელობის ამბებს ეცნობიან.
2024 წელს მწვანე ინიციატივა "მაკულიტერატურა" განსაკუთრებული წარმატებით შესრულდა. პროექტის ფარგლებში გადამუშავდა 360 000 კილო მაკულატურა, რითაც პალიტრა L-მა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გარემოს დაცვა მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
საქველმოქმედო კამპანია "გადაიხადე რამდენიც გინდა" 2024 წელს ორჯერ ჩატარდა. მიღებული თანხით გამომცემლობამ მხარი დაუჭირა:
2024 წლის ყველაზე ინოვაციური სიახლე აპლიკაცია PalitraL გახდა. ეს პლატფორმა მკითხველს სთავაზობს:
ეს გახლავთ უნიკალური მულტიფუნქციური შეთავაზება ქართულ ბაზარზე, რომელიც წიგნს კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომს გახდის. აპლიკაციის საშუალებით, შესაძლებელი გახდა, რომ მკითხველებს საყვარელი გამოცემების ელექტრონული და აუდიო ვერსიები თან ჰქონდეთ და ნებისმიერ ადგილას შეძლონ მათი მოსმენა თუ წაკითხვა.
წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი იყო მასშტაბური ლიტერატურული ტურნე. პალიტრა L-მა 16 ქალაქში მოაწყო ღონისძიებები, სადაც მკითხველებს 14 სხვადასხვა ავტორი შეხვდა. ტურნემ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და კიდევ უფრო გააღრმავა გამომცემლობის კავშირი საკუთარ აუდიტორიასთან.
2024 წელს ლიტერატურული პრემია "საბა" წლის საუკეთესო რომანისთვის:
ფინალისტები:
დაბოლოს, პალიტრა L-ის გამორჩეული პროექტი “გახდი ბესტსელერის ავტორი” 2024 წელს მერვედ გამოცხადდა. ამ კონკურსის უმთავრესი მიზანი თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსატების მოკლე სია ჟიურის მიერ იქნება შერჩეული, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის მალე გახდება ცნობილი. მათგან სამი ავტორი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025” ტიტულს მიიღებს და მათი წიგნები პალიტრა L-ის მიერ გამოიცემა.
2024 წელი პალიტრა L-ისთვის გამორჩეული აღმოჩნდა როგორც ლიტერატურული, ისე ინოვაციური პროექტებით. ახალი წიგნები, საინტერესო სერიები და ინიციატივები კიდევ ერთხელ ამტკიცებს გამომცემლობის ლიდერობას ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. 2025 წელს პალიტრა L-ს 20 წელი უსრულდება, ამ თარიღს კი გამომცემლობა განსაკუთრებული სიხარულით ხვდება და მზადაა, მკითხველი დაუვიწყარი სიახლეებით გაახაროს.
R