ოჯახი, მეგობრები და ბედნიერი წელი: ზურიკო დავითაშვილის 2024 წლის ოჯახური ალბომი - Marao

ოჯახი, მეგობრები და ბედნიერი წელი: ზურიკო დავითაშვილის 2024 წლის ოჯახური ალბომი

2025-01-01 14:49:19+04:00

ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელია. ზურიკოს მეუღლე მია გზირიშვილია, რომელიც ასევე ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის უახლოესი მეგობარია. 

ზურიკოს და მიას ერთი შვილი, დათი ჰყავთ. ამჯერად ზურიკო ოჯახურ კადრებს აქვეყნებს, მეგობრებს ახალ წელს ულოცავს და 2024-ს მადლობას უხდის: 

"დაუვიწყარი 2024 წელი, შევხვდებით 2025 წელს! კიდევ ერთხელ, მრავალს დაესწარით" - წერს ფეხბურთელი. 

zuriko_davitashvili

zuriko_davitashvili

zuriko_davitashvili

ზურიკო დავითაშვილის ოჯახი

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

  • "ჩემს სიყვარულთან ერთად" - ზურიკო დავითაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი...

  • ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ახალი წელი შვილთან ერთად და ოჯახური კადრები: "დაე, 2025 წელს მოეტანოს უფრო მეტი ბედნიერება, სიყვარული და წარმატება" 

ბავშვები ძალიან მიყვარს, ამიტომ მამობას მარტივად შევეგუე... მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები", - ამბობდა ზურიკო. დათი დავითაშვილი საქართველოს ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე დღეს მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია კი ზურიკოს მეგობარი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.