მარიამ გეგუჩაძის ახალი წელი მეუღლესთან ერთად: ოჯახური ფოტოები და ბედნიერი მომენტები - Marao

მარიამ გეგუჩაძის ახალი წელი მეუღლესთან ერთად: ოჯახური ფოტოები და ბედნიერი მომენტები

2025-01-01 16:31:30+04:00

2024 წლის 15 ივნისს ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა. მაშინ მკითხველმა წყვილის ფოტოები და კადრები ნიშნობიდან Marao.ge-ზე იხილა, თუმცა არც მარიამი და არც მისი ოჯახის წევრები საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ. 

  • ცნობილი დედის შვილობა, ბრძოლა დეპრესიასთან და აქტივიზმი: მარიამ გეგუჩაძე 

ამჯერად მარიამი მეუღლესთან ერთად ახალი წლის ღამით გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. წყვილი 2025 წელს რუსთაველის გამზირზე, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებთან ერთად შეხვდა. 

geguchadze

მარიამ გეგუჩაძის მეუღლე 

მარიამ გეგუჩაძის რჩეული  პო­ლი­ტი­კო­სის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის უფ­რო­სი ვაჟი, 26 წლის გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლია. გიორგი სოციალური ქსელების მომხმარებელი არ არის და მისი საჯარო პროფილი არ იძებნება. 

geguchadze

ვინ არის მარიამ გეგუჩაძე

მარიამი პატარა ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩართული დედის საქმიანობაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნანუკას გადაცემაში საკუთარი რუბრიკა ჰქონდა და მაყურებელს წარმატებულ და საინტერესო ახალგაზრდებს აცნობდა. როგორც ცნობილია, მარიამმა კარგი განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მიიღო. კერძოდ, სწავლა ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში გააგრძელა:

"დღეს დილით მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე, ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან, რომ გამორჩეული ბავშვია და .... მერიდება დავწერო, კიდევ რას მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსებზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა "რას ვგრძნობ?" დროულია! ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა" - წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 2014 წელს. 

მას შემდეგ, რაც მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ დაასრულა, საქართველოში დაბრუნდა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა აქციაზე, საპროტესტო გამოსვლასა თუ დემონსტრაციაზე და ღიად აფიქსირებს საკუთარ განწყობას ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.

მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში დეპრესიასა და რთულ პერიოდზე ისაუბრა:

აქვს ჩემი პრობლემები, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის. პირველად აშშ-ში დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. მთავარი მაშინ ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რომ არსებობდა პანიკური შეტევები. დაგუგვლისაც მეშინოდა. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ გუგლის საშუალებით დიაგნოზის დასმა არ არის სწორი. მთელი ენერგია გადამქონდა სწავლაში. სამაგიეროდ, სხვა ცხოვრება არ მქონდა… ეს შეგრძნებები მახსოვს ეტაპებად, რადგან ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი მათ დავიწყებას. როცა ვლაპარაკობდი, არ მქონდა იმის განცდა, რომ მე ვაკონტროლებდი ამას, მეგონა, ავტომატურად ხდებოდა. ერთი მძიმე ინციდენტის შემდეგ დამეწყო ჭინჭრის ციება… გაგრძელება