ორსული ლიზა ჩიჩუას საახალწლო ფოტოსესია და შთამბეჭდავი კადრები - Marao

ორსული ლიზა ჩიჩუას საახალწლო ფოტოსესია და შთამბეჭდავი კადრები

2025-01-01 18:28:53+04:00

ლიზა ჩიჩუა მალე მეორე შვილის დედა გახდება. უმშვენიერესი ლიზა კადრებს საორსულო ფოტოსესიიდან გვიზიარებს. ის საახალწლო გარემოში მეუღლესთან, ირაკლი მაქაცარიასთან ერთად პოზირებს. "ჩვენი ოჯახი გილოცავთ ახალ წელს!" - წერს ლიზა. 

liza_chichua

liza_chichua

liza_chichua

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

  • "ქალის ყველაზე ლამაზი მდგომარეობა" - ორსული ლიზა ჩიჩუას ახალი ფოტოები 

"იმე­დია არც ისე აშ­კა­რაა, რომ 17 წლით უფ­რო­სი ვარ, ასე­თი რამ სა­ერ­თოდ არ გვაქვს, რად­გან თუ შენ თვი­თონ გა­ა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, შე­ა­და­რებ სხვა რა­მე­ებს, მა­შინ ეს თემა უფრო ხში­რად დად­გე­ბა. რო­დე­საც ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, ამას სა­თა­უ­რე­ბის­თვის იყე­ნებ­და სხვა­დას­ხვა მა­ს­მე­დია. მაგ­რამ ახ­ლობ­ლებს შო­რის ეს სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო თე­მაა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იმ­დე­ნის ხარ, რამ­დე­ნიც სა­კუ­თა­რი თავი გგო­ნია... საქ­მე შენს ში­ნა­გან კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა", - ამბობდა ირაკლი მაქაცარია. 

ირაკლის ფართო საზოგადოება მანამდეც იცნობდა, ლიზა კი ახალ ვარსკვლავად იქცა. მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო. 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. ის ხშირად აზიარებს სიახლეებს საუნივერსიტეტო წარმატების შესახებ და, ამის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ ბრენდთან. 

  • „ლიზა სრულიად განსაკუთრებული დედაა. მას, პარალელურად ძალიან ბევრი სამეცადინო აქვს.." - როგორ ართმევს თავს დედობას ლიზა ჩიჩუა: ქეთი ასათიანი შვილის შესახებ საუბრობს 

ცოტა ხნის წინ ლიზამ ორსულობისა და დედობის საკუთარი გამოცდილება სხვა გოგონებსა და ქალებსაც გაუზიარა. ლიზა წერდა, რომ  ორსულობისას მხოლოდ 6 კილოგრამი მოიმატა. ამ პერიოდში ის, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდა დედის, ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის რჩევებს, მაგრამ, როგორც თავად განმარტავს, ეს, უფრო მეტად, მეტაბოლიზმის შედეგია. 

ლიზამ განმარტა ისიც, რომ დეპრესია არასდროს, არც შვილის გაჩენის შემდეგ არ ჰქონია და პოსტსამშობიარო პერიოდი ჰარმონიულად გაატარა. 

  • ქართველი ვარსკვლავები, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ 

"მთე­ლი ეს 9 თვე ლი­ზას არ უნ­დო­და, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, უნ­დო­და მას­თან დედა ყო­ფი­ლი­ყო, მე კი გა­რეთ დავ­ლო­დე­ბო­დი. მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და: სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დით, მალე პა­ლა­ტა­ში მივ­ხვდით, რომ მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ჩა­ვიც­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ხა­ლა­თი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი მის პა­ლა­ტა­ში. რო­დე­საც ლი­ზამ და­მი­ნა­ხა, ჩემი წას­ვლის დრო აღარ იყო", - იხსენებდა ირაკლი მაქაცარია.

წყვილი ახლა მეორე შვილს ელოდება - პატარა გიორგის შემდეგ ისინი გოგონას მშობლები გახდებიან.