რა ღირს შთამბეჭდავი კაბა, რომელიც ნანუკა გუდავაძემ ახალი წლის ღამეს მოირგო - Marao

რა ღირს შთამბეჭდავი კაბა, რომელიც ნანუკა გუდავაძემ ახალი წლის ღამეს მოირგო

2025-01-01 20:33:10+04:00

ნანუკა გუდავაძე 2025 წელს ოჯახთან - მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდა. ნანუკამ ახალი წლის ღამეს თვლებით გაფორმებული შთამბეჭდავი კაბა მოირგო. კაბის ღირებულებაა $3,848. ის ლიბანელმა დიზაინერმა, Saiid Kobeisy-მ შექმნა. ოჯახური კადრები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 bera

bera

nanuka

ნანუკა გუდავაძის სამოდელო კარიერა და ოჯახი 

ნანუკა გუდავაძე ყოფილი მოდელია, თუმცა ფართო საზოგადოებამ ის, როგორც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის რძალი, ისე გაიცანო. რეპერმა ბერა ივანიშვილმა მოდელზე 2018 წელს იქორწინა. ნანუკასთან ქორწინებამდე ბერას არაერთ ცნობილ სახესთან აწყვილებდნენ და მის შესახებ უამრავი ჭორი დადიოდა. 

  • ვინ არის ბრაზილიელი მსახიობი, რომელმაც ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა 

ნანუკამ სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა დიზაინერი ბიჭოლას ჩვენების ფარგლებში პირველად გამოჩნდა პოდუიმზე. ამის შემდეგ ნანუკა გატაცებული იყო ბლოგპოსტების წერით მოდის სფეროს შესახებ, იშვიათად, მაგრამ მაინც გამოდიოდა ჩვენებებზე. განსაკუთრებით აქტიური იყო "ინსტაგრამზე", სადაც ბევრი მიმდევარი ჰყავდა. 

ბერასთან ქორწინებამდე ნანუკა სოციალურ ქსელში პოპულარული გოგონა იყო. ის მორაგბე მერაბ შარიქაძეს ხვდებოდა, თუმცა სპორტსმენმა განმარტა, რომ მათი დაშორების მიზეზი ბერა არ ყოფილა. 

მაშინ ნანუკას სტილი უფრო ფერადი იყო. დაოჯახების შემდეგ კი უფრო მეტად კლასიკური გახდა და ხშირად წერდნენ, რომ ნანუკას სტილის ინსპირაცია მისი დედამთილი, ეკატერინე ხვედელიძე იყო. ნანუკა გუდავაძე უკვე რამდენიმე წელია, რაც სწორედ ეკატერინესთვის დამახასიათებელი წელში გამოყვანილი პიჯაკებით, მუხლამდე სიგრძის კაბებითა და მკაცრი, უფრო მეტად მასკულინური სტილის სამოსით ჩნდება სოციალურ ქსელში. 

  • როგორია სახლი, სადაც ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე შვილებთან ერთად ცხოვრობენ - ცნობილი წყვილის ოჯახური იდილია 

ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ქორწილსა და ჯვრისწერას საზოგადოების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნანუკა გუდავაძეს ჯვრისწერაზე ქართული ბრენდის "სამოსელი პირველის" თეთრი კაბა ეცვა. ქორწილის წვეულებაზე კი Ralph & Russo-ს ცის­ფე­რი, აბ­რე­შუ­მის კაბა მოირგო, რო­მე­ლიც სა­მო­დე­ლო სახ­ლის 2016 წლის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 42 000 დო­ლარ­ზე მე­ტია. კაბამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

ჯვრისწერა სვეტიცხოველში შედგა. ტაძარი ყვავილებით მორთეს, უსაფრთხოების ნორმები კი გამკაცრებული იყო. სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბა კი კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე "ბი­ო­ლი ჰოლ­ში" გა­ი­მარ­თა და მას 150-მდე სტუ­მა­რი და­ეს­წრო.

ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

  • ანი გუდავაძის 13-წლიანი ქორწინება, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ვინ არის ნანუკა გუდავაძის უმშვენიერესი და 

წყვილმა რამდენიმე წლის წინ საქართველოდან წასვლისა და სამხრეთ კორეაში ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო. მედია წერდა, რომ ეს ბერას კარიერის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო. მოგვიანებით კი მათ შვილებთან ერთად ცხოვრება ბრაზილიაში გააგრძელეს და სოციალური ქსელებიდან გაქრნენ. ბერამ და ნანუკამ ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნება სულ ცოტა ხნის წინ განაახლეს. ისინი ოქტომბრის თვეში საქართველოში დაბრუნდნენ და ახლა უცხოელ მეგობრებს სამშობლოში მასპინძლობენ.