შორენა ბეგაშვილი 2025 წელს დუბაიში დასთან, ლელა ბეგაშვილთან და შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად შეხვდა. უმშვენიერესმა მსახიობმა ვარდისფერი, ბუმბულით გაფორმებული კაბა მოირგო, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, დავიდ კომახიძემ შექმნა.
ახალი წლის ღამეს შორენა ბეგაშვილმა Cartier-ის ლეგენდარული Juste Un Clou კოლექციის ყელსაბამი მოირგო, რომელიც თეთრი ოქროსგანაა დამზადებული და ბრილიანტებითაა გაფორმებული, მისი ფასი, საშუალოდ, 48 000 - 50 000 დოლარამდე მერყეობს.
შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა.
შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.
შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.
ვინ არის შორენა ბეგაშვილის რჩეული?
შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. მან ბოლო დროს საყვარელი მამაკაცისგან არაერთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო, რის შესახებაც თავად დაწერა, თუმცა საჩუქრების ავტორის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ მან დაწერა კიდეც, რომ "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ თემაზე მისდიოდა, ამჯერად კი მან რჩეულთან ერთად გადაღებული კადრების გასაჯაროება გადაწყვიტა.
როგორც ცნობილი ხდება, შორენა ბეგაშვილის შეყვარებული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.