"მინდა შევაჯამო 2024 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით ჩემს ცხოვრებაში, იყო ბევრი სიახლე, წარმატება, გაურკვევლობაც, ცოტა უსამართლობაც, სიხარულიც და სინანულიც... ამ წელმა ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში, გადავაფასე ურთიერთობები. დავაფასე ის ადამიანები, ვინც გვერდში დამიდგა... მიუხედავად სირთულეებისა, 2024 წელს მინდა მადლობა გადავუხადო ამ გამოცდილებისთვის.
გილოცავთ 2025 წელს, ყველას ვუსურვებ მშვიდობას, რომელიც ყველას ასე გვჭირდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ყველა საქმეში წარმატებას, ხვავს, ბარაქას, სიყვარულს!დაე, ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის, გილოცავთ. პ.ს წლის საუკეთესო მოგონებები გავაერთიანე ჩემს ფოტო კოლაჟში", - წერს მოდელი თაკო ჩხეიძე საკუთარ გვერდზე.
თაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.
თაკო ჩხეიძის ოჯახი
თაკოს მეუღლე ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.
თაკო გამომწერებს მეუღლის შესახებ დასმულ კითხვებზეც პასუხობს და წერს, რომ რუსლან აბაშიძეზე 1998 წელს იქორწინა: "მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 1996 წელს გავიცანით,1998 წელს კი შევუღლდით", - ამბობს ის.
"ჩვენ ძალიან იშვიათად ვჩხუბობთ. შეიძლება ითქვას, არც კი… მაგრამ ყველგან შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაცია. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ისეთ რამეს ნუ ვიტყვით, რომ მერე ჩვენი თავის შეგვრცხვეს. რაც შეეხება შვილებს… შვილებს უნდა მოვუსმინოთ და ვიმეგობროთ მათთან. ეს აუცილებელია", - აღნიშნავს თაკო ჩხეიძე.