"ეს საოცრება გოგოუ კვე 3 წლისაა... ღმერთის საჩუქარია და ჩემი პირადი განძი. ყოველი დღე ბედნიერებით გქონდეს სავსე, მიყვარხარ უსასრულოდ", - წერს სოციალურ ქსელში ეკა დალაქიშვილი. ეკა დალაქიშვილი მომღერალი დათო ხუჯაძის ყოფილი მეუღლეა. მათი ქალიშვილი, ილია, 3 წლის გახდა.
დათო ხუჯაძის ოჯახი
დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას შექმნა ჯგუფი "ფლეში", მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო. მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა.
დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.
„დათო საზღვარგარეთ იყო წასული და რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი. მეგობრისთვის უკითხავს ჩემი თითის ზომა და ბეჭედი შეუძენია. რომ დაბრუნდა და შევხვდით, პატარა ყუთი გამომიწოდა. გავხსენი და ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი დამხვდა, მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ვერ მივხვდი, ეს მხოლოდ საჩუქარი იყო თუ კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეტყობა, იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა და მითხრა: კი, ეს იმას ნიშნავს, რასაც შენ ფიქრობ – მინდა, ჩემი მეუღლე იყოო. აღმოჩნდა, რომ დროს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება დიდი ხანი იცნობდე ადამიანს და ვერ ამოიცნო, ან მოკლე პერიოდში მიხვდე, რომ ეს ის არის“, - იხსენებდა ეკა.
დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ. მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ დათო და ეკა ერთმანეთს დაშორდნენ. პატარა ილა დედასთან იზრდება, ეკა კი მის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
"უსაყვარლესი" - დათო ხუჯაძე შვილის, თემიკო ხუჯაძის ფოტოს გვიზიარებს
დათო ხუჯაძემ ცოტა ხნის წიმ მესამე ცოლი შეირთო. მისი რჩეული თაკო თუხაშვილია, რომელზეც 2023 წლის სექტემბერში იქორწინა. 2024 წლის ბოლოს კი თაკო და დათო პირველი საერთო შვილის, თემიკო ხუჯაძის მშობლები გახდნენ.