ნინო სურგულაძის ოჯახური კადრები: საახალწლო განწყობა ტყუპებთან ერთად - Marao

ნინო სურგულაძის ოჯახური კადრები: საახალწლო განწყობა ტყუპებთან ერთად

2025-01-01 23:26:37+04:00

ყველასთვის საყვარელმა მუსიკოსმა, ნინო სურგულაძემ ახალი წელი ოჯახურ გარემოში აღნიშნა. მან მეუღლესა და შვილებთან, ტყუპ ნატალიასა და ზაქარიასთან ერთად გადაღებული კადრები მეგობრებსაც გაუზიარა და მათ ბედნიერი წელი უსურვა. 

surguladze

ნინო სურგულაძის განვლილი გზა და ოჯახი 

ნინო სურგულაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

ნინო დაიბადა თბილისში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბარსელონაში, Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ლა-სკალის თეატრის აკადემიაში, სადაც სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან. მისი საოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში. მან ითამაშა იტალიურ სატელევიზიო ფილმში Rigoletto a Mantova (2010), ასევე, ქართულ ფილმებში - ვალსი პეჩორაზე და მეტიჩარა.

  • ბედნიერი ოჯახის კადრები: ნინო სურგულაძე ტყუპების ვიდეოს აქვეყნებს 

ნინო სურგულაძე არის საქველმოქმედო ფონდის Desire Tree-ის დამფუძნებელი, რომლის მიზანია სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა. 

გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:

  • ოჯახური პორტრეტი - ნინო სურგულაძის ტყუპები, დიდი სიყვარული და ოჯახური ბედნიერება 

"რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი - მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა... გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია"  - ამბობდა მომღერალი.

"ახლა ყველაფერს სულ სხვანაირად ვაცნობიერებ და ვაფასებ, რადგან  უფალმა დედობის ბედნიერება მეც მომანიჭა. 30 წელზე მეტია, სცენაზე ვდგავარ და უამრავი სითბო გაუზიარებიათ ჩემთვის, მაგრამ დედის მიმართ გაზიარებული სითბო სხვაგვარად ტკბილი ყოფილა. ახლა ჩემი შვილები მატკბობენ ამ უჩვეულო და ყველაზე ძვირფასი სითბოთი. მინდა ყველა დედა იყოს ბედნიერი და მათ თვალებზე მხოლოდ სიხარულის ცრემლი ყოფილიყოს", - ამბობდა ის. 

  • "ყველაფერი ერთ ქალში" - ნინო სურგულაძის შთამბეჭდავი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები 

ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია.