ახალი წლისთვის ჩაცმულობას ხშირად სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს დღე ასოცირდება ახალი დასაწყისისა და წარმატებების სურვილთან. ლამაზი ან ჩვენთვის საყვარელი სამოსი ხშირად განწყობას ამაღლებს და ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულად აქცევს. ზოგიერთ კულტურაში კი ფერები ან სამოსის ტიპები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მაგალითად, წითელი სიმდიდრისა და სიყვარულის სიმბოლოა, ხოლო ოქროსფერი — წარმატებისა და ბრწყინვალების.
ჩაცმულობა ახალი წლის ღამეს ხშირად ჩვენი პიროვნების გამოხატულებაა, რაც ამ დღისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. ახალი წლის დაწყება სიახლის განცდას უკავშირდება. ახალი სამოსი ან განსაკუთრებული ჩაცმულობა შეიძლება ამ განახლების სიმბოლოც გახდეს.
ოჯახურ ან მეგობრულ წვეულებებზე ხშირად არსებობს დრეს-კოდი ან სტილი, რაც საერთო ატმოსფეროს ქმნის. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ჩვენი ჩაცმულობა კომფორტული და სასიამოვნო იყოს. ჩვენი განწყობა და იმ ღამის სიხარული ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ვიცვამთ.
მიუხედავად ამისა, ასტროლოგები მაინც მოგვიწოდებდნენ, რომ მწვანე ხის გველის წელს წინასწარ მომზადებულები შევხვედროდით.
- მწვანე: ყველა ელფერი, ზურმუხტისფრიდან პასტელურ ტონებამდე, სიმდიდრისა და ჰარმონიის სიმბოლოა.
- ყვითელი და ყავისფერი: ეს ფერები ხაზს უსვამს ხის ელემენტის ძალას და წარმატებას მოიზიდავს.
- ცისფერი და ფირუზისფერი: წყალთან ასოცირდება და ხის ენერგიას აძლიერებს, რაც სიმშვიდესა და ნდობას განასახიერებს.
- ოქროსფერი და ვერცხლისფერი: მეტალის ელემენტები თქვენს ჩაცმულობას სიმდიდრისა და ელეგანტურობის ელფერს შესძენს.
ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი ქართველების საახალწლო "ლუქებს". უდავოა, რომ ყველა მათგანი არაჩვეულებრივად გამოიყურება:
ქეთი ხატიაშვილი
თამო ვაშალომიძე
ნინი ქარსელაძე
ევა ბარბაქაძე
რუსა ჩაჩუა
ქეთი ჟღენტი
თიკა ფაცაცია
ეკო ფანგანი
ნინი ბადურაშვილი
ნინო ჩხეიძე
ამ სტატიაში შევკრიბეთ 10 გამორჩეული ჩაცმულობა, თუმცა სოციალურ ქსელში უამრავმა ქართველმა და უცხოელმა ვარსკვლავმა გამოაქვეყნა ფოტოები ახალი წლის საღამოდან. გაგვიზიარეთ, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი?