ლოს-ანჯელესში, ბევერლი-ჰილზში რიგით 82-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდა.
საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ამერიკელი რეჟისორის, ბრეიდი კორბეტის The Brutalist გახდა. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო თავად ბრეიდი კობერტმაც. მთავარი როლის შემსრულებელი, ედრიან ბროუდი კი დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელად დაასახელეს.
დრამატულ ფილმში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის კი ბრაზილიელი მსახიობი, ფერნანდა ტორესი დააჯილდოვეს ფილმისთვის I'm Still Here.
საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიის გამარჯვებული ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმი Emilia Pérez გახდა.
სანამ უშუალოდ დაჯილდოების ცერემონია დაიწყებოდა, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. მოდით, თვალი გადავავლოთ საღამოს ყველაზე გამორჩეულ ლუქებს:
ზენდეია
ნიკოლ კიდმანი
ელ ფენინგი
ქეით ბლანშეტი
ანჯელინა ჯოლი
ემა სტოუნი
ადრიან ბროუდი
ტიმოთი შალამე
რატომ არის მნიშვნელოვანი ვარსკვლავების ჩაცმულობა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე?
ოქროს გლობუსის ცერემონია დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოლოდინით აღსავსე და საზეიმო მოვლენად ითვლება შოუბიზნესში, რომელიც არა მხოლოდ შემოქმედებით მიღწევებს აღნიშნავს, არამედ კულტურულ ტენდენციებსაც წარმოსაჩენს.
ოქროს გლობუსის ჩაცმულობის წესები ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ეს ღონისძიება ტრადიციულად ითვლება გლამურული წითელი ხალიჩის სიმბოლოდ, სადაც ვარსკვლავები ირჩევენ თავის საუკეთესო ჩაცმულობებს. ამ წესებს ხშირად განაპირობებს ღონისძიების მაღალი პრესტიჟი და ისტორიული მნიშვნელობა.
წითელი ხალიჩა არის სივრცე, სადაც ვარსკვლავებს შეუძლიათ კრეატიული და ავანგარდული ჩაცმულობებით საკუთარი სტილის დემონსტრირება. ბევრი სტუმარი ირჩევს ნეიტრალურ ტონებს (შავი, თეთრი, ბეჟი), თუმცა წითელი, ოქროსფერი და მეტალის ელემენტები წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია.
ძვირფასი სამკაულები, ჩანთები და ფეხსაცმელი ვარსკვლავების მთავარი საზრუნავია.ზოგჯერ აქსესუარები გამოიყენება განსაკუთრებული გზავნილის გადასაცემად (მაგ., ქალთა უფლებების მხარდასაჭერი ნიშნები).
ბოლო წლებში სტუმრებმა ჩაცმულობით არა მხოლოდ საკუთარი ესთეტიკა, არამედ სოციალური თუ პოლიტიკურ პოზიციაც გამოხატეს. მაგალითად, 2018 წლის ოქროს გლობუსზე თითქმის ყველა სტუმარი შავ სამოსში იყო გამოწყობილი, რათა სოლიდარობა გამოეხატათ #MeToo და Time's Up მოძრაობების მიმართ.
მიუხედავად ფორმალური ტონისა, ვარსკვლავებს აქვთ თავისუფლება, დაარღვიონ ტრადიციული წესები და გამოჩნდნენ, მაგალითად, მინი კაბებში, ფერად სმოკინგებში ან სხვა ექსცენტრიკულ სტილში.
მამაკაცებში კლასიკური შავი სმოკინგები ძირითად უპირატესობას ინარჩუნებს, თუმცა ბევრი ვარსკვლავი ირჩევს ფერად კოსტიუმებს, ნაქარგებს, პრინტებს ან თუნდაც უფრო თავისუფალ სტილს.