ჰოლივუდის ვარსკვლავი ლოს ანჯელესში ოქროს გლობუსის 82-ე დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ანჯელინამ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან Alexander McQueen-ის ვერცხლისფერი კაბა შეარჩია. ჯოლის ხალიჩაზე მისი ქალიშვილი ზაჰარა ახლდა.
გოგონას ეცვა თეთრი, მჭიდროდ მორგებული უბრალო ჭრის კაბა, თხელი ხის ნაქარგებით. მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება მსახიობის ქალიშვილის მრავალრიცხოვანმა სამკაულმა მიიპყრო. ზაჰარას ერთ ყურზე12 პირსინგი ეკეთა, მეორეზე 14.
ენჯი ზრდის სამ ნაშვილებ და სამ ბიოლოგიურ შვილს ბრედ პიტთან ქორწინებიდან - 23 წლის მედოქსი, 21 წლის პაქსი, 19 წლის ზაჰარა, 18 წლის შაილო და 16 წლის ტყუპები, ვივიენი და ნოქსი. მსახიობი ცდილობს არ შეზღუდოს შვილებს თავისუფლება.
მსახიობმა არაერთხელ თქვა, რომ ჰოლივუდში ბევრი მეგობარი არ ჰყავს, მაგრამ ოქროს გლობუსზე აჩვენა, რომ თბილი ურთიერთობა აქვს ორ კოლეგასთან. ის ესაუბრებოდა სალმა ჰაიეკს , რომელსაც 2021 წელს ფილმის "მარადიულების" გადასაღებ მოედანზე დაუახლოვდა. ჯოლი მექსიკელი ვარსკვლავის დაბადების დღის წვეულებასაც დაესწრო.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება - ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ ბავშვების მეურვეობის საკითხები.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი ახალ რჩეულთან, ინეს დე რამონთან გადავიდა საცხოვრებლად. 27 მაისს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო 18 წლის გახდება. იგი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავს - დედისგან შორს. წყაროების თანახმად, შაილო მამასთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადასვლას.
„ენჯიმ იცის, რომ შაილო გაიზარდა და შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ანჯელინა, რბილად რომ ვთქვათ, ამით კმაყოფილი არ არის" - ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.
პრესა ბრედ პიტის ახალ რომანზე ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე ალაპარაკდა. წერდნენ, რომ მსახიობი ინეს დე რამონს ხვდებოდა. როგორც ცნობილია, წყვილი ისევ ერთადაა.
People insiders-ის ცნობით, ბრედი ნამდვილად ბედნიერია ინეს დე რამონთან ახალი ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლოს ერთად რვა თვის წინ ნახეს - „ამ ზაფხულს ისინი ერთად კარგ დროს ატარებენ. მათ ნამდვილად ძალიან უყვართ ერთმანეთი. ეს აშკარაა ყველასთვის, ვინც მათ ერთად ხედავს. ინესთან ერთად მან კვლავ იპოვა თავისი ნაპერწკალი. მართლაც საოცარია. ბრედი შესანიშნავი ადამიანია და ბედნიერებას იმსახურებს", - ამბობდა ანონიმური წყარო.