ნუკი კოშკელიშვილი შობას ოჯახთან ერთად, ნიუ-იორკში შეხვდა. მოდელმა და ტელეწამყვანმა გამომწერებს ნიუ-იორკში გადაღებული კადრები გაუზიარა. როგორც კადრებში ჩანს, ნუკის რამდენიმე კილო აქვს დაკლებული. მისმა უახლესმა კადრებმა უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„შობას გილოცავთ, ასე როგორ გახდით?“
„კარგ ფორმაში ხარ, ნუკი“,„გაგვიმხილე გახდომის საიდუმლო“, – წერენ ნუკის გამომწერები ვიდეოს კომენტარებში.
ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.
ნუკი კოშკელიშვილის და
ბუბუ (ელენე) კოშკელიშვილი სოციალურ ქსელებში აქტიური და პოპულარული გოგოა. თუმცა მისი პოპულარობა „ინფლუენსერობიდან“ არ დაწყებულა. ბუბუ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ნუკი კოშკელიშვილის და არის და ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა საზოგადოებამ გაიცნო.
"ნუკი დიდი ხანია, ცნობილია და მისგან გამომდინარე, მეც ბევრი მცნობდა. შესაბამისად, სოციალურ ქსელში თავიდანვე ბევრი გამომწერი მყავდა. შემდეგ მეტი ყურადღება მივაქციე ჩემს ფოტოებს და ჩემი კონტენტის შექმნა დავიწყე, რამაც გამომწერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ბოლო პერიოდში უფრო აქტიური და ცნობილი „ტიკ ტოკზე“ გავხდი. ამერიკელ ინფლუენსერებს მივბაძე და ხშირად ვიღებ ვიდეოებს სახლიდან გასვლის წინ იმის შესახებ, თუ როგორ ვემზადები. რაც საკმაოდ პოპულარული გახდა."