"უსაყვარლესია" - ვატო არველაძე პატარა სოფიას ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"უსაყვარლესია" - ვატო არველაძე პატარა სოფიას ფოტოებს აქვეყნებს

2025-01-08 11:22:49+04:00

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის შვილიშვილი, სოფია არველაძე დაბადებისთანავე სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა.

მშობლები შვილის კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.

„შობას გილოცავთ“, – წერს ვატო არველაძე და ოჯახურ კადრებს აზიარებს.

sofia

sofia

sofia

sofia

  • "ბებოს და ბაბუს გოგო" - თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს 
  • პატარა სოფია ბაბუასთან ერთად - მაკუნა ზედაშიძე უთბილეს ფოტოს გვიზიარებს 
  • "უსაყვარლესი სოფია" - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილიშვილის ახალი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს 

ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე 

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა.  

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

 რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 29 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.