ინგა გრიგოლია ხშირად ხაზს უსვამს, რომ მშობლებისგან მიღებული მხარდაჭერასა და განათლებას დიდი გავლენა ჰქონდა მის პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე, თუმცა არასდროს საუბრობს ოჯახის წევრებზე საჯაროდ. მიუხედავად დიდი ინტერესისა, მას არასდროს გაუმხელია მისი შვილის მამის ვინაობაც. ეს ინფორმაცია პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემად რჩება, რომელსაც გრიგოლია ყოველთვის იცავდა მედიისგან და საზოგადოებისგან.
ჟურნალისტი ხშირად აღნიშნავს, რომ ეს მისი პირადი სივრცეა და საზოგადოებრივი განხილვისთვის არაა განკუთვნილი. ის ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ მარიამი მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და დედაშვილური კავშირი მათ შორის განსაკუთრებულად ძლიერია.
ინგა გრიგოლია ბებიის ამპლუაში
მარიამ გრიგოლია ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილია. ის 2017 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია. 2023 წლის 4 იანვარს მარიამს და ნიკოლოზს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ნინია დაარქვეს. სულ რამდენიმე დღის წინ ინგა გრიგოლიამ შვილიშვილთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და მას 2 წლის იუბილე საჯაროდ მიულოცა.
"მას შემდეგ, რაც ეს პატარა გოგო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტად დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა ჯობია ჩემი შვილიშვილისთვის, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დავიწყე ისეთი ნივთების შეძენა, რაც მას სჭირდება, უფრო მეტად ორიენტირებული გავხდი მასზე. 2023 გამორჩეულად ბედნიერი წელია ჩემთვის, დადგა თუ არა 2023 წელი, 4 იანვარს გაჩნდა ნინია. წელს მისი პირველი ახალი წელია და მინდა იყოს ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა და გადართული ვარ მთლიანად მასზე, ჩემს გულსა და ტვინში ახლა მხოლოდ მას უკავია ადგილი", - ამბობდა ინგა გრიგოლია.
ინგა გრიგოლიას ბიოგრაფია
ინგა გრიგოლია არის ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. იგი ცნობილია თავისი პირდაპირი, ობიექტური და კრიტიკული მიდგომით პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. გრიგოლია მრავალი წელი მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში, მათ შორის იყო "რუსთავი 2", "იმედი", TV პირველი და სხვა წამყვანი მედიასაშუალებები.
ინგა გრიგოლიას კარიერაში გამორჩეულია მისი უნარი, წარმართოს მწვავე დისკუსიები. მისი ჟურნალისტური სტილი ხშირად არის პირდაპირი და ემოციური, რაც მისი დამახასიათებელი ნიშაა.
ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტური საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და რადიოში, სადაც კონცენტრირებული პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე იყო. გრიგოლია მუშაობდა "რუსთავი 2"-ზე, სადაც წლების განმავლობაში მიჰყავდა პოპულარული საინფორმაციო და პოლიტიკური თოქ-შოუები. მოგვიანებით ის გადავიდა "იმედი" ტელევიზიაში, სადაც კვლავ გააგრძელა თოქ-შოუების წაყვანა. ბოლო წლებში ის მუშაობს "ტვ პირველზე". ის აქტიურად აშუქებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.