მოდელი რუსა ჩაჩუა ოთხი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან ულამაზეს მოდელს ორი შვილი შეეძინა. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთანაც ორი შვილი ჰყავს.
რუსა ჩაჩუას თანამედროვე კონკიას უწოდებენ. „შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით პრინცესა ვარ“, – განაცხადა რუსამ დიმა ნაფეტვრაძესთან ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ რუსა პროფესიით მოდელი არ არის და პოდიუმზე არც ისე ხშირად ჩნდება, მას ფოტოსესიებში ხშირად იწვევენ, ვინაიდან მისი სილამაზე ეკრანს და ჟურნალების გარეკანებს ძალიან უხდება.
პირადი ცხოვრება
17 წლის ასაკში რუსამ პირველი სიყვარული იპოვა და მალევე გათხოვდა. მისი რჩეული არჩილ სახვაძე იყო. რუსამ დაოჯახების შემდეგ სამხატვრო აკადემია დაასრულა და პირველი შვილის დედაც გახდა. არჩილსა და რუსას თაზო შეეძინათ, რამდენიმე წელში კი ნასტიაც გაჩნდა.
აკადემიის დასრულების შემდეგ რუსა 3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა. რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი „ბრავო“ მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობს. მის პირად ცხოვრებაზე კი პრესაში ხშირად წერენ.
როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"შვილებს ხანდახან ვეჩხუბები კიდეც, რადგან ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ საერთო ჯამში, ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს და ყველაზე მეტად მათთან გატარებულ დროს ვაფასებ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავისუფალი დრო შვილებს მაქსიმალურად დავუთმო. გვიყვარს კინოთეატრში სიარული. კვირა დღე მთელი ოჯახისთვის განსაკუთრებულია. ამ დღეს, უპირობოდ, ყველა ვიკრიბებით და სასადილოდ სადმე მივდივართ. კვირა ჩვენი საყვარელი დღეა." - ამბობს რუსა ჩაჩუა.
პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, რუსა ჩაჩუას რჩეული კომპანია „კაპიტალ ვოსტოკის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დიმა ნაფეტვარიძე გახდა.