მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა "ნიკოლოზის კითხვებში" ისაუბრა, თუ როგორ სურდა, მეორედ განეცადა დედობა და როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
“შვილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი... მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი შვილი გამეჩინა, დროც გადიოდა. როცა მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდი, ვამბობდი, რომ შვილის მამა ვერ ვიპოვე. დედაჩემმაც მითხრა,თუ არ გააჩენ ინანებო. მერე შევხვდი ადამიანს, რომელთანაც გრძნობა გაჩნდა. ეს ურთიერთობა ყოველთვის კარგად მახსენდება. მიხარია, რომ შვილი ამ ადამიანისგან გავაჩინე." - ამბობს ეკა ანდრონიკაშვილი.
ეკა ანდრონიკაშვილი
ულამაზესი, დახვეწილი, მშვიდი და გაწონასწორებული ეკატერინე ანდრონიკაშვილი ყოველთვის არ თანხმდება ინტერვიუებს. მსახიობი, ერთი შეხედვით, ნაზია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მებრძოლი ხასიათი აქვს.
ეკა ანდრონიკაშვილი ორი შვილის - ლუკას და ნიკალას დედაა. მისი ყოფილი მეუღლე ასევე მსახიობი გიორგი ნაკაშიძეა:
"ძალიან ადრე გავთხოვდი – 19 წლის. 21 წლისას შვილი მყავდა და ახლა უკვე 30 წლისაა. მეორე შვილი კი ღმერთმა გამომიგზავნა, 43 წლის ასაკში გავაჩინე და 7 წლის ანგელოზი მყავს. 23 წელია შვილებს შორის სხვაობა.
- ბავშვი რომ გავაჩინე, ექვს დღეში დაბადების დღეზე წავედი და ოც დღეში სპექტაკლი ვითამაშე. ურთულესი პერიოდი – 90-ინი წლები იყო. შუქი წავიდა და აღარასოდეს მოვიდა, ძალიან ექსტრემალურ პირობები იყო. სხვათა შორის, მე და ეკა ნიჟარაძემ ერთად გავაჩინეთ ბავშვები და ერთმანეთს რაღაცებს ვუგზავნიდით, რაც არ გვქონდა. ერთად გავიარეთ ძალიან ბევრი სირთულე. არც გათბობა იყო, არც პამპერსი და არც არაფერი. ამავე დროს სულ რეპეტიციები, სპექტაკლები გვქონდა. ძალიან მეხმარებოდა ბებია და როგორღაც გადავიტანეთ ის ყველაფერი.- დიახ, ძალიან დამოუკიდებელია, თავის თავს თვითონ უვლის. ასე ჩამოყალიბდა და ძალიან მიხარია. ბიჭის ეგ თვისება ყველაზე მეტად მომწონს და დედებს ვურჩევდი, ასე გაზარდონ, რადგან ქართველი კაცები ძირითადად სულ დედაზე არიან დამოკიდებული. ამერიკელი დედები ისე ზრდიან შვილებს, რომ თავის ცოლ-შვილს მოუარონ, ჰქონდეთ კარგი შემოსავალი და ჯანმრთელობა. ძალიან მომწონს ჩემი შვილი რომ თავიდან ბოლომდე თავს თვითონ ინახავს! რაც სკოლა დაამთავრა, იმის შემდეგ მუშაობს, ამჯერად ოპერატორია პირველ არხზე და უკვე დაახლოებით ოცი ქვეყანა მოიარა. ამავე დროს მუსიკას წერს და ძალიან შემოქმედებითი პიროვნებაა... სამი-ოთხი წლიდან ბებიაჩემს დაჰყავდა ბაღში და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ პირიქით იყო და ჩემს შვილს იქეთ დაჰყავდა ბებიაჩემი. სულ წინ მიდიოდა მტკიცე ნაბიჯებით. პატარა ასაკიდანვე მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ. დღეს ძალიან ვმეგობრობთ, მაგრამ ზოგჯერ მახსენდება, რომ დედა ვარ..." - ამბობდა ეკა.