15 800-დოლარიანი საათი საჩუქრად, 5-წლიანი ქორწინება და სამი შვილი: ქეთა თოფურიას ინტერვიუ ოჯახსა და ბავშვობაზე საქართველოშ - Marao

15 800-დოლარიანი საათი საჩუქრად, 5-წლიანი ქორწინება და სამი შვილი: ქეთა თოფურიას ინტერვიუ ოჯახსა და ბავშვობაზე საქართველოშ

2025-01-10 16:06:05+04:00

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლის ქეთა თო­ფუ­რი­ას პერ­სო­ნით რუ­სუ­ლი მე­დია მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ყვი­თე­ლი მე­დი­ის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნად აქ­ცევს. teleprogramma.pro მომ­ღერ­ლის შე­სა­ხებ ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებდა და მისი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებზე გვიყებოდა:

მე­დია წერდა...

ქეთი თო­ფუ­რია ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლია. ტემ­პე­რა­მენ­ტის, ხმის ტემ­ბრის, ნი­ჭის და მი­ზი­დუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­და ქეთა დი­დე­ბამ­დე.

ქეთი თო­ფუ­რი­ას "რუს ლედი გა­გას" უწო­დე­ბენ, მის ჩაც­მუ­ლო­ბას და ექ­სცენ­ტრი­ულ გა­მოს­ვლებს ცნო­ბი­ლი პოპ დი­ვას მა­ნე­რებს ადა­რე­ბენ. თო­ფუ­რია არის A-Studio ჯგუ­ფის სო­ლის­ტი, სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის ბრენ­დის Ketione-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მსა­ხი­ო­ბი და უკვე სამი ულა­მა­ზე­სი შვი­ლის დედა.

  • 3 ხმაურიანი რომანი, ბავშვობის ტრაგედია და სამი შვილი - რას წერს მედია ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრების შესახებ 

ქე­თე­ვან (ქეთა) თო­ფუ­რია და­ი­ბა­და 1986 წლის 9 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, ან­დრო და ნა­ტა­ლია თო­ფუ­რი­ე­ბის ოჯახ­ში. დე­დამ, რო­მე­ლიც ნი­ჭი­ე­რი ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ, გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა დი­ა­სახ­ლი­სი გამ­ხდა­რი­ყო. მამა სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო და დიდი ხნის ნა­ნატ­რი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს.

მალე თა­ვი­დან გა­ნი­ხი­ლეს ან­დრო თო­ფუ­რი­ას საქ­მე, რო­გორც არას­წო­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა. ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას ან­დრომ არა­ლე­გა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო. ქე­თას არ უყ­ვარს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და მა­მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ნა­თელ მო­გო­ნე­ბებს ინა­ხავს.

topuria

ქეთა თოფურიას ქორწინება

ქეთა თოფურია ჯერ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, შემდეგ კი ასევე ბიზნესმენ ლევ დენგოვზე დაქორწინდა. პირველ ქმართან ქეთას ერთი ქალიშვილი ჰყავს. მეორე ქორწინებაში კი ორი შვილი შეეძინა. 

მომღერალი ქეთი თოფურია პოდკასტს - "ფულისთვის" სტუმრობდა, სადაც საკუთარი ბავშვობისა და ოჯახის შესახებ დეტალურად ისაუბრა: 

"ჩემს ოჯახს ჰქონდა პერიოდი, როცა შედარებით ნაკლებად გვილხინდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ფული ისევ გვექნებოდა. არც ტანსაცმელი მაკლდა, არც საკვები და არც ის, რაც მომინდებოდა. როცა არ გვქონდა რაღაც პერიოდი, მაღაზიაში შევდიოდი და "ნისიად" გამომქონდა პროდუქტები. განსაკუთრებით ბევრი - ტკბილეული, რადგან მიყვარდა სხვა ბავშვების გამასპინძლება. ერთხელ მახსოვს, ბავშვები ვიყავით ერთად, მამა მოვიდა და ასდოლარიანი გამომიწოდა, წადით, კევები იყიდეთო. ყველა გაოცებული იყო..."

  • "არას­დროს და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვმა­ლავ, მაგ­რამ რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ქა­ლე­ბი ზღვარს გა­და­დი­ან და გა­სა­ბერ თო­ჯი­ნას ჰგვა­ნან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა" - ქეთა თოფურია რინოპლასტიკის, შეცვლილი გარეგნობისა და პირადი ცხოვრების შესახებ 

ქეთა თოფურიამ დეტალურად გაიხსენა ბავშვობა, როგორ აგროვებდა მეგობრებთან ერთად ბოთლებსა და გაზეთებს, შემდეგ აბარებდა და აღებული ფულით ტკბილეულს ყიდულობდა. 

"ჩემი სიმღერით 13 წლისამ მივიღე პირველი ჰონორარი საახალწლო კონცერტზე - 50 დოლარი. მეგობრები დავპატიჟე და პიცერიაში წავედით..." - ამბობს ის. 

ახლა ქეთა უკვე სამი შვილის დედაა. როგორც მან პოდკასტში აღნიშნა, ჰყავს სამი ძიძა, თუმცა შვილებთან თავადაც დიდ დროს ატარებს: 

"ძიძებიც მყავს, ბებიაც მეხმარება, მაგრამ აუცილებელია ჩემი დიდი დროით მათთან ყოფნა. სამი ძიძა მყავს, ცვლიან ერთმანეთს და 9 წელია ჩემთან არიან, სამივეს ვენდობი. მათ მხოლოდ ბავშვების აღზრდა ევალებათ, სახლს სხვა ალაგებს". 

პოდკასტში ქეთამ აღნიშნა, რომ არ უყვარს საკუთარ შემოსავალზე და ფულზე საუბარი, არ სიამოვნებს, როცა კითხვებს ძვირადღირებულ საჩუქრებსა და ნივთებზე უსვამენ. თქვა, რომ მეუღლე ხშირად უკეთებს საჩუქრებს, თუმცა საკუთარი თავისთვის თავადაც შეუძლია სურვილების ასრულება.

ქმრის საჩუქრებიდან ქეთიმ გამოარჩია 15 800-დოლარიანი საათი.

"ქმართან ერთად ბედნიერი ვარ. ჩვენი უკვე 5 წელია, ერთად ვართ და ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს".